ღამით საქართველო-სომხეთის საზღვართან მეწყერი კვლავ ჩამოწვა. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები განახლებულია. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება საქართველოს ორი მოქალაქე, მამა-შვილი აკოფიანები და სომხეთის სამი მოქალაქე.
საქართველო-სომხეთის ცენტრალურ მაგისტრალზე მიწა ორი დღის წინ ჩამოიშალა. მიწის ქვეშ 35 სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა მოყვა. მაშველებმა ათი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, ნუკრი და გელა სურმანიძეების.
tbl.ge/w2w
დაკოპირდა




