პუტინი ევრაზიული კავშირის შექმნის ინიციატივით გამოდის

ვლადიმირ პუტინი  ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევრაზიულ კავშირში გაერთიანების ინიციატივით გამოდის.  ინიციატივა პუტინმა ”იზვესტიაში” გამოქვეყნებულ საკუთარ  სტატიაში გამოიტანა სააშკარაოზე.  მან  განმარტა, რომ  ევრაზიული კავშირი  რუსეთის მიერ შექმნილ საბაჟო კავშირზე აღმოცენდება და საფუძველს დაუდებს ერთიან ეკონომიკურ სივრცეს.  საბაჟო კავშირი  დღეს აერთიანებს რუსეთს, ბელორუსიას და ყაზახეთს.” 2012 წლიდან  ეს ქვეყნები შევლენ ერთიან ეკონომიკურ სივრცეში, რომლის საფუძველზეც შეიქმნება  ევროკავშირის  საპირწონე კავშირი   ”- წერს  პუტინი და   ვარაუდობს, რომ აღნიშნულ  კავშირს შეუერთდება ტაჯიკეთი და ყირგიზეთიც. პუტინი  აცხადებს, რომ ლაპარაკი არ არის საბჭოთა კავშირის აღდგენაზე და აღნიშნავს, რომ ევრაზიულ კავშირში რუსები, ყაზახები, ბელარუსები, და ყველა ვინც ამ კავშირში გაერთიანდება, ისარგებლებენ  გადაადგილების სრული თავისუფლებით,  ევრაზიულ კავშირში  ბიზნესის კეთების, მუშაობის და  განათლების მიღების თავისუფლებით. ” სსრკ-ში კი   ჩაწერის ინსტიტუტი ამდენის საშუალებას ადამიანს არ აძლევდა.”- აღნიშნავს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი თავის სტატიაში.  

 

კომენტარები