ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურა მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებას უყენებს ჯამბულ თედეევს, რომლის მომხრეებმაც ამ ორიოდ დრის წინ ე.წ. საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრა სცადეს. ეს მოხდა იმ დღეს, როცა კომისიას თედეევის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის საკითხი უნდა განეხილა. საბოლოოდ , ჯამბულ თედეევს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ მიზეზით, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე ის არ ყოფილა რეგიონის მუდმივი მაცხოვრებელი. თედეევი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მწვრთნელია, არის დაპირისპირებული ედუარდ კოკოითისთან და ე.წ. არჩევნებში მისი ფავორიტი კანდიდატურის დამარცხების ამბიცია ჰქონდა. ცხინვალიდან გავრცელებული ცნობებით თედეევმა დახია დე ფაქტო პროკურატურის უწყება. მის სახლს კი მომხრეები იცავენ. კოკოითის ძალოვნებისგან ისინი თედეევის დაპატიმრების ოპერაციას ელოდებიან
tbl.ge/zdz
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- პუტინმა დუმას ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი წარუდგინა
- რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის რუსული მართვის მოწმობის აღება გაამარტივა
- ოკუპირებულ ცხინვალში ოპოზიციის მტკიცებით, ე.წ. არჩევნებში მათ გამარჯვებას ჰპარავენ
- ჯიოევი: დაკავებულია რვა ადამიანი, ისინი ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყვნენ
- პრეზიდენტი: ერედვში საოკუპაციო ძალა მორიგ ვანდალურ ქმედებებს ახორციელებს




