სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში

”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ვარშავის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ თუ საქართველო და მოლდოვა დააკმაყოფილებს ყველა საჭირო პირობას, ევროკავშირი  მათთან წლის ბოლომდე დაიწყებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად. ამის შესახებ ტაბულას ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა აცნობა.

რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, სამადაშვილის თქმით, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ, ევროკავშირი მიესალმება საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების წარმატებით განხორციელებას. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს, ისევე როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის დანარჩენ წევრებს, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას სთავაზობს.

სამადაშვილის განმარტებით, დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ ევროკავშირი მიესალმება აღმოსავლეთის პარტნიორობს წევრი ქვეყნების ევროპულ არჩევანს, მათი ევროკავშირისკენ შემდგომი წინსვლა კი  რეფორმირების პროცესის წარმატებაზეა დამოკიდებული.

კომენტარები