
სამეწარმეო სფეროში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია უძრავი ქონებით ოპერაციები, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევაა (საშუალო თვიური ხელფასი – 882.9 ლარი), ყველაზე დაბალანაზღაურებადი კი – თევზჭერა-მეთევზეობა (საშუალო თვიური ხელფასი – 276.3 ლარი). არასამეწარმეო სფეროში ყველაზე მაღალანაზღაურებადია საფინანსო საქმიანობა (საშუალო თვიური ხელფასი – 1476.3 ლარი), ხოლო ყველაზე დაბალანაზღაურებადი – განათლება (საშუალო თვიური ხელფასი – 308.2 ლარი).

არასამეწარმეო დარგში მაღალანაზღაურებადი პროფესიების სამეულში, სახელმწიფო მმართველობა (საშუალო თვიური ხელფასი – 1046 ლარი) და ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (საშუალო თვიური ხელფასი – 723.3 ლარი) შედის. ამ პროფესიების საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ, 2007-2011 წლების მეორე კვარტალში, ყოველწლიურად 21.4%-ით მოიმატა.

არასამეწარმეო დარგის ცხრა პროფესიის საშუალო თვიური ანაზღაურება, 2007-2011 წლების მეორე კვარტალში, ყოველწლიურად 23.7%-ით, სამეწარმეო დარგის 13 პროფესიისა კი – 16.4%-ით იზრდებოდა.





