საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელიც მან ნიუ-იორკში, გაეროს გენასამბლეის სესიაზე გააკეთა. სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი მზადა იყოს კავკასიაში უსაფრთხოების გარანტი და მიაღწიოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს შორის ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას. საქართველოს საგარეო უწყება თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსეთი უწინდებურად ფარისევლურად ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, თითქოს ის არ არის კონფლიქტის მონაწილე მხარე. ამასთან, ცდილობს შექმანს ილუზია, რომ შეუძლია გახდეს მშვიდობის გარანტი და ცდილობს ევროპაში დაამკვიდროს გამყოფი ხაზები . განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დამკვიდრება 4 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებების მე-17 რაუნდის მთავარი თემა იქნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებებზე დაისმება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების საკითხი.
„განსაკუთრებით ცინიკურად გაისმა გაეროს ტრიბუნიდან რუსეთის პირველი დიპლომატის ზემოთ აღნიშნული „სამშვიდობო" განცხადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეტევითი შეიარაღების შეტანის, რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო წვრთნების, გამალებული სამხედრო აღმშენებლობის და საომარი რიტორიკის ფონზე. ყველას კარგად ახსოვს რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის ბაღდასაროვის განცხადება 2014 წლამდე საქართველოსთან კიდევ ერთი ომის აუცილებლობის შესახებ ”-აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.