საქართველოს ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ კანონში მომზადებული ცვლილებების თანახმად, არაფუნქციონირებადი და ცარიელი შენობები მფლობელებმა შესაძლოა დაკარგონ, თუკი არ დაიწყებენ მათ რეაბილიტაციაზე ზრუნვას.
კანონპროექტში შესატანი ცვლილების თანახმად, არაფუნქციონირებადი შენობების მფლობელებმა უნდა მიიღონ სამშენებლო სამუშაოების ნებართვა 6 თვის განმავლობაში. ათვლა დაიწყება რეგისტრაციის მომენტიდან ან საქმიანობის შეჩერების პერიოდიდან.
თუ პირი 6 თვის განმავლობაში არ აიღებს მშენებლობის ნებართვას, შესაბამისი სამსახურები მას მისცემენ გონივრულ ვადას ამ ნებართვის მისაღებად. კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეპატრონე დაჯარიმდება 0.10 თეთრიდან 1 ლარამდე კვადრატულ მეტრზე. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მოხდება შენობის რეალიზაცია. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები ანდრო ალავიძე, ვახტანგ ბალავაძე და კახა ანჯაფარიძე არიან.