თავისუფალი დემოკრატები თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, 57 წლის სერგო თეთრაძის გარდაცვალებისთვის პასუხისმგებლობას თავდაცვის სამინისტროს აკისრებენ. როგორც დღეს თავდაცვის სამინისტროს წინ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, 17 სექტემბერს სერგო თეთრაძე საკუთარი სახლიდან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა „ჯაშუშობის ბრალდებით“ წაიყვანეს. „ამის შემდეგ ეს ადამიანი 24 საათის განმავლობაში გამქრალი იყო. 24 სექტემბერს თეთრაძის ოჯახს გლდანის ციხიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თეთრაძის გვამი სახლში წაესვენებინათ. ოფიციალური ვერსიით, სერგო თეთრაძე გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა მის ცხედარს აშკარად ეტყობოდა დაზიანებების შენიღბვის კვალი, რაც იმის ნიშანია, რომ საქმე პატიმრის მკვლელობასთან გვაქვს", - განაცხადა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ამ ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის უფროსის მეგიზ ქარდავას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. "თავდაცვის სამინისტროს ჯალათების ჯგუფი ხელმძღვანელობს, რომლებმაც თეთრაძის სიცოცხლე შეიწირეს" – განაცხადა ალასანიამ. გარდა ამისა, იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
ამავე დროს, სააგენტო "პირWელ"-ის ცნობით, სერგო თეთრაძის ოჯახს თავდაცვის სამინისტროსთან პრეტენზიები არ აქვს.
"ჩემს მეუღლეს ვერავინ დამიბრუნებს. მე არც ბრძოლის უნარი და არც პრეტენზიები მაქვს ვინმეს მიმართ. ნურავინ გამოიყენებს ჩემს ტრაგედიას თავისი ბინძური კამპანიისთვის", - განუცხადა "პირWელს" გარდაცვლილის მეუღლემ მარინა თეთრაძემ. მისი თქმით, ოჯახს ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ მიუღია, წინასწარი ინფორმაციით კი, თეთრაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.
სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროში 2007 წლამდე მსახურობდა.