დღეს საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთს ეწვევა. ვარშავაში ის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს დაესწრება, რომელიც 29-30 სექტემბერს გაიმართება. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერები, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელები და ევროკავშირის წვერი ქვეყნების რამდენიმე ლიდერი.
აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში საქართველოს გარდა მონაწილეობენ ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი.
"საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ურთიერთობის დამყარებას“, - განაცხადა მანჯგალაძემ. მან ხაზი გაუსვა ამ თვალსაზრისით მიმდინარე წლის ბოლომდე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას. „ეს საშუალებას მისცემს ქართულ ბიზნესს კიდევ უფრო ფართოდ გახსნას კარი ევროპულ ბაზარზე", - განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ გარდა ამ საკითხებისა, ასევე ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს როგორც ქვეყნის ასევე რეგიონის უსაფრთხოება.
"აღმოსავლეთ პარტნიორობა არის საშუალება ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციისთვის ევროპასთან. ეს არის ძალიან წარმატებული ნაბიჯი ევროპისკენ მიმავალ გზაზე", - აღნიშნა პრესსპიკერმა.
ევროკავშირის მიზანია საქართველოსთან და მოლდოვასთან წლის ბოლომდე დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ქეთრინ ეშტონმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
გარდა ამისა, პოლონეთი, რომელიც ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარეა, აპირებს სამიტზე დააყენოს საკითხი საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრი სახელმწიფოებისათვის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის შესახებ.