” ჩვენ ვაპირებთ გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები რათა არ დავუშვათ კავკასიაში 2008 წლის აგვისტოს მსგავსი ძალისმიერი სცენარის განმეორება”- მოჰყავს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება. გავრცელებული ცნობებით, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის მიმდინარეობისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა მიაღწიოს ციტატა ” აფხაზეთის , სამხრეთ ოსეთის და საქართველოს რესპუბლიკებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას”.
ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთს შესასრულებელი აქვს ევროკავშირის შუამავლობით ნაკისრი ვალდებულება საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის თაობაზე და როცა გასულ კვირაში, რუსეთის დუმამ საერთაშორისო ნორმების სრული დარღვევით მოახდინა საქართველოს ტერიტორიებზე ( აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი) საკუთარი სამხედრო ბაზების ყოფნის თაობაზე, სეპარატისტ ლიდერებთან გაფორმებული შეთანხმებების რატიფიცირება.
ლავროვი: რუსეთი მზადაა იყოს კავკასიაში მშვიდობის გარანტი
tbl.ge/158y
დაკოპირდა




