შეერთებულმა შტატებმა საქართველოში რუსეთის მიერ მოწყობილ აფეთქებები შეაჩერა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა NEWSWEEK/DAILY BEAST-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, სახელწმიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთზე ფარული, თუმცა მკაცრი ზეწოლა განახორციელა, რომელიც შედეგიანი აღმოჩნდა. „მთავარი მიზეზი, თუ რატომ შეწყდა აფეთქებები, აშშ-ს მხრიდან დიპლომატიური ზეწოლაა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
გამოცემასთან საუბრისას ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაცია აფეთქებების გამოსაძიებლად სწრაფად მოქმედებდა და ინციდენტებს რუს კოლეგებთან განიხილავდა.
ვაშინგტონის განსაკუთრებული შეშფოთება 2010 წლის 22 სექტემბერს თბილისში აშშ-ს საელჩოს მახლობლად მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. გამოცემის ცნობით, აშშ-ს დაზვერვამ ამ ინციდენტზე ორი დასკვნა მოამზადა და გაიზიარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მის უკან რუსული სამხედრო დაზვერვის მაიორი ევგენი ბორისოვი იდგა.
შეკითხვას, თუ რა იყო ამ აფეთქებების მიზანი, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს „მკაფიო გზავნილი იყო“. „ეს ნიშნავდა - ეს ჩვენი უკანა ეზოა, ჩვენ გვინდა რომ აქედან თავი შორს დაიჭიროთ. აქ ყველაფერს ვიზამთ, რაც მოგვესურვება“.
სააკაშვილმა ინტერვიუში კმაყოფილება გამოთქვა პრეზიდენტ ობამასთან თანამშრომლობით, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც არ არის თანახმა საქართველოს მიაწოდოს საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება. სააკაშვილის თქმით, მან აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს ურჩია, არ ენდონ რუსეთს, „რომელიც ფიქრობს, რომ ცივი ომი ჯერ არ დასრულებულა და ცდილობს რევანში აიღოს“.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე რესპუბლიკელების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოსთვის „ყველაზე ახლო მეგობარია მთელს მსოფლიოში“.