აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას რუსეთის WTO–ში გაწევრიანებაზე, ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის დაგეგმილ ზრდაზე და საქართველოში მომავალ არჩევნებზე ისაუბრა. ჰილარი კლინტონი 26 სექტემბერს, ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას შეხვდა.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეხვედრის „დიდი ნაწილი“ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებს დაეთმო. „სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძეს საქართველოს მხარემ მაქსიმალურად გამოიყენოს შვეიცარიის შუამავლობა და შეეცადოს მიაღწიონ პროგრესს, რათა აღმოიფხვრას ყველა უთანხმოება დელეგაციებს შორის კვირანახევარში დაგეგმილი შეხვედრის დროს“, – განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
გარდ ამისა, საუბარი შეხვედრაზე ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდასაც შეეხო. „საქართველო უკვე ადგას გზას გახდეს ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც (ავღანეთში) ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება,“ – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, - „სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძეს და საქართველოს იმ დაპირების გამო, რომ ქართველი სამხედროების დამატებითი ბატალიონი გაიგზავნება ავღანეთში, რის შედეგადაც ქართული ძალები 1 700–მდე გაიზრდება“.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს, 2012 და 2013 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა. კლინტონმა ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების მნიშვნელობას. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა „ხაზი გაუსვეს, რომ საქართველო აპირებს თვისობრივი ნახტომი გააკეთოს არჩევნების ხარისხში“. მათ ასევე მადლობა გადაუხადეს აშშ–ს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ის უზრუნველყოფს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მეშვეობით საქართველოს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების კუთხით.