ანქვაბი: რუსეთი არის აფხაზეთის უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა მიულოცა ე. წ პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღება  აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მეთაურს ალექსანდრე ანქვაბს და თავის მისალოც ტექსტში აღნიშნა: დღეს რუსეთსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის  ვითარდება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა. რუსეთში ველით, რომ თქვენ გააგრძელებთ წინამორბედთა კურსს და  შეუწყობთ ხელს ჩვენს მოძმე ერებს შორის  მრავალმხრივი, მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

 გასული კვირის ბოლოს რუსეთის  სახელმწიფო სათათბირომ მოახდინა  სეპარატისტ ლიდერებთან  გაფორმებული შეთანხმებების რატიფიცრება -  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ბაზების შემდგომი 49 წლის მანძილზე   არსებობის თაობაზე. რატიფიცრების წინ რუსეთის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა დუმის   დეპუტატებს აუხსნა, რომ  კონსტრუქციულ ჩარჩოებში მიმდინარეობს  მოლაპარაკებები აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან, რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის უძრავი და მოძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით.

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო აფსნი -პრესი ავრცელებენ ანქვაბის სიტყვას , რომელიც ასახავს ე.წ. პრეზიდენტის მიმართებას რუსეთისადმი და მისი ხელმძღვანელობისადმი. ” ორმა ლიდერმა უჩვენა მსოფლიოს თავისი დამოკიდებულება აფხაზეთისადმი. რუსეთის თავდაჯერებული სვლა წინ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია აფხაზეთისთვის. ახლო წარსულში აფხაზეთის ბიუჯეტის დიდი ნაწილი  შეიარაღებას ხმარდებოდა. რუსეთის წყალობით ჩვენ დღეს ამ თანხებს სხვა პროექტებს მოვახმართ.  დღესდღეობით აფხაზეთში განთავსებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 7 ბაზა, აქ ,   ეფესბე-ს სასაზღვრო  მოსამსახურეები იცავენ ჩვენს საზღვარს საქართველოსთან.   რუსეთის მთელი ეს კომპლექსია ჩვენი უსაფრთხოებისა და თავისუფალი განვითარების გარანტი” _ აღნიშნავს  ალექსანდრე ანქვაბი.    გუშინ სოხუმში მისი ე.წ  საპრეზიდენტო ინაუგურაცია გაიმართა.  უკანასკნელ ცნობებით, ანქვაბმა სეპარატისტული მთავრობის მეთაურად, ე.წ. პრემიერად ლეონიდ ლაკერბაია დანიშნა.

 

 

 

კომენტარები