საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე წინასწარი გამოძიება დაიწყოს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ ქუთაისის მეორე დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს (დაახლოებით 100 პატიმარს). მათი უმეტესობა საუბრისას აღნიშნავდა, რომ 2011 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, დაწესებულებაში შევიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, პატიმრების გარკვეული ნაწილი გამოიყვანეს საკნებიდან, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ზოგი დააბრუნეს საკანში, ზოგი კი გადაიყვანეს სამარტოო საკანში. აღნიშნული ფაქტი ოთხმა მსჯავრდებულმა წერილობითაც დაადასტურა.
2011 წლის აგვისტოში სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ქუთაისის მეორე დაწესებულებაში გეგმური მონიტორინგი ჩაატარა. პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ უკანასკნელ პერიოდში კვლავ თავი იჩინა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლები უხეშად და დამამცირებლად ექცეოდნენ.
მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2011 წლის აგვისტოში მოუწოდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სასწრაფოდ გაეტარებინა ყველა საჭირო ღონისძიება დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე დაესვა ყველა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც გამოირჩევიან პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობით. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად აღნიშნული მოწოდებისა, დაწესებულებაში პატიმართა მიმართ მოპყრობა არ გაუმჯობესებულა. ასევე, სახალხო დამცველისთვის უცნობია, გატარდა თუ არა რაიმე სახის ღონისძიება დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების და დამნაშავეთა დასჯის მიზნით.