ტელეკომპანია რუსთავი-2-მა ძებნილი ბადრი ბიწაძის ვენაში გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც ის, ტელეკომპანიის ცნობით, მეუღლესთან, ნინო ბურჯანაძესთან და შვილთან ერთად სასტუმრო "გრანდ-ოტელში" იმყოფებოდა. ბადრი ბიწაძე ჟურნალისტებთან საუბარს მოერიდა და კამერებისთვის თავის არიდებაც სცადა. მან უპასუხოდ დატოვა კითხვა მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებაც.
სისხლის სამართლის საქმე ნინო ბურჯანაძის მეუღლის წინააღმდეგ 26 მაისის მოვლენების შემდეგ აღიძრა. 19 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ბიწაძეს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე თავდასხმების ორგანიზებაში. ბიწაძის ადვოკატმა განაჩენი გაასაჩივრა.
თავად ბიწაძის ადგილსამყოფელი 26 მაისის შემდეგ უცნობი იყო. აღსანიშნავია, რომ არც ინტერპოლის და არც საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდებზე ბადრი ბიწაძე არ არის მითითებულ ძებნილთა შორის. როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებდა, მისი მეუღლე ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში იმყოფებოდა, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს ელოდებოდა.