მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. რუსეთი საქარველოში, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შეუსრლებლობის გამო გააკრიტიკა, საერთაშორისო საზოგადოებას კი შეახსენა, რომ ცივი ომის კარგა ხნის წინ დასრულების მიუხედავად, ზოგიერთი სახელმწიფო უწინდებურად ცდილობს მეზობელ ქვეყნებზე გაბატონებას. საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს ასევე უთხრა, რომ ტერორიზმს და ექსტრემიზმს სამხედრო ძალები ვერ დაამარცხებს , თუკი თავისუფლება და დემოკრატია ყველასთვის ხელმისაწვდომი ვერ გახდება. სიახლე იყო ის, რომ არაბულ გაზაფხულად წოდებულ რევოლუციების ქვეყნებს, სააკაშვილმა საქართველოს ვარდების რევოლუციის შემდგომი ტრანსფორმაციის გამოცდილება შესთავაზა. მისი სიტყვებით, ესაა იმ ქვეყნის გამოცდილება, რომელიც ოკუპაციის პირობებშიც ამბობს, რომ ეფექტური, დემოკრატიული მთავრობის გზა რთულია, მაგრამ ერთადერთი.
ციტატები გენასამბლეაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან:
’” ჩვენ როგორც არასდროს ვართ ვალდებულნი კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს რეფორმები.”
”საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ოკუპაციის პირობებშიც აშენებს უმნიშვნელოვანეს ხიდებს, მაშინ როცა სხვები ამგრევენ მათ.”
” დღესაც, როდესაც აქ ვსაუბრობ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით აქვს ოკუპირებული.”
” ახლაც, როდესაც თქვენს წინაშე გამოვდივარ, საქართველოში 450 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი იმის გამო იტანჯება, რომ არღვევენ მათ უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებსა და სოფლებში.”
”საქართველომ მკაფიოდ თქვა უარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში ძალის გამოყენებაზე და დღემდე ამაოდ ელის რუსეთის პასუხს ამ სამშვიდობო ჟესტზე. ”
” საქართველო არა მარტო სარგებლობს საერთაშორისო უსაფრთხოებით , არამედ ამ უსაფრთხოებას უზრუნევლყოფს კიდეც და ის მზადაა კიდევ მეტად ჩაერთოს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის დასამარცხებლად საერთაშორისო ძალისხმევაში.”