ნიუ–იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა ყურადღება საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგებს მიაქციოს.
„2008 წლის ომი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით დასრულდა. ეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური დარღვევაა, რაც დღესაც მოუგვარებელი რჩება“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
„საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, არა მხოლოდ პატარა ქვეყნებმა”, – განაცხადა ილვესმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავაც უნდა დაუჭიროს მხარი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებულ ჟენევის მოლაპარაკებებს. ილვესის თქმით, გაეროს ჩართულობას, რომელიც ევროკავშირთან და ეუთოსთან ერთად მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა, „უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“.