სტრასბურგში საქართველოს სარჩელზე იმსჯელებენ

დღეს, სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის საჯარო მოსმენა შედგება. სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში საქართველოს სარჩელს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ( ცხინვალის რეგიონი) რუსეთის სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება. საქართველომ პირველი სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის აგვისტოში მიმართა   და მასში, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდის მოწყობაში დაადანაშაულა. საქართველოს მეორე სარჩელი სტრასბურგში 2009 წელს გაიგზავნა, სწორედ, ამ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი განიხილება დღეს.

საქართველო რუსეთს აგვისტოს აგრესიისა და შემდგიმ პერიოდში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის  ძირითადი უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის დებულებისა და მუხლების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.

კომენტარები