მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამას არაფორმალურ გარემოში შეხვდა

ნიუ-იორკში მყოფი საქართველოს პრეზიდნეტი აშშ-ს პრეზიდენტს არაფორმალურ გარემოში შეხდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით , მიხეილ  სააკაშვილმა და ბარაკ ობამამ, გაეროს გენერალური მდივნის სახელით გამართულ ლანჩზე, ორი ქვეყნის ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

სააკაშვილი გაეროს გენ ასამბლეის 66-ე სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა, წინასაწარი ცნობებით, საქართველოს ლიდერი თავის მოხსენებაში განსაკუთრებულ ყურადღებას რეგიონალური უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილებს. აშშ-ში მიხეილ სააკაშვილმა გამართა რიგი ორმხივი შეხვედრები, მათ შორის ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ლიდერებთან და მათ რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილებაზე ესაუბრა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესია გუშინ გაიხსნა,. სესიაში მონაწილეებს  გუშინვე მიმართა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელმაც  არაბულ გაზაფხულად წოდებულ რევოლუციებზე, ასევე ტერორიზმთან ბრძოლის თემაზე საუბრისას თქვა, რომ  ტირანიები წარსულას ბარდება. ღონისძიებას მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნების 200-ამდე წარმომადგენელი ესწრება.

კომენტარები