სიამის ტყუპების ერთმანეთისგან დაშორება მოხერხდა

ბრიტანელმა ქირურგებმა წარმატებით მოახერხს სიამის ტყუპების ერთმანეთისგან გაყოფა. სუდანელი ტყუპები, ერთმანეთთან თავით შეერთებულნი დაიბადნენ.  

სისხლი გოგონების თავებს შორის მიედინებოდა, ამიტომ ექიმებს მთელი სიფრთხილით უნდა გაეყოთ ისინი ერთმანეთისგან, რომ სისხლდენას შეუქცევადი ხასიათი არ მიეღო.

ექიმები ამბობენ, რომ თავებით შეერთებული ტყუპების ერთმანეთისგან დაშორებისას, გადარჩენის შანსი ათი მილიონიდან ერთია.

აბდალმაჯეერ გაბოურა,ს ტყუპების მამის განცხადებით ”მათ გვითხრეს, რომ ისინი ელოდნენ არაერთ გართულებას, მაგრამ არც ერთი არ მოხდა” მაღალი რისკის ოპერაცია, ოთხ ეტაპად ჩატარდა, პირველი მაისში, ხოლო უკანასკნელი წინა თვეს.

კომენტარები