გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე დასასწრებლად ნიუ-იორკში იმყოფება საქართველოს დელეგაცია. საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უკვე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას, ვაშაძემ გაეროს გენერალურ მდივანს მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების რღვევის ფაქტებზე და რეგიონების მილიტარიზაციის პროცესზე. მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესიც. გაეროს გენერალური ასამბლეის 66 -ე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით 22 სექტემბერს გამოვა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, თავის სიტყვაში მიხეილ სააკაშვილი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.
ნიუ -იორკში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს მართავს
tbl.ge/bl5
დაკოპირდა




