სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს ქუთაისში მეტალურგების აქციის დაშლისა და მათი დაკავების გამო გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს. ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გიორგი ტუღუში ითხოვს დაიწყოს გამოძიება სამართალდამცველთა მიერ 13 და 15 სექტემბერს განხორციელებული ქმედებების თაობაზე და შესწავლილ იქნას გაფიცული მუშებისთვის აქციის ჩატარებისას სამართალდამცველთა მხრიდან ხელის შეშლის, აქციის დაშლისა და მათი დაკავების ფაქტები.
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს აქციის მონაწილეებს, მათი ინტერესების დამცველ იურისტებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს. ამ ახსნა-განმარტებების საფუძველზე სახალხო დამცველის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაფიცვის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს, რომლის დროსაც დაირღვა გაფიცვის მონაწილეთა უფლებები. მათი აზრით აქციის მიმდინარეობისას არ მომხდარა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა.
მოპოვებული ახსნა-განმარტებების საფუძველზე სახალხო დამცველმა პოლიციის მიერ აქციის დაშლის შემდეგ აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დაკავებულებს არ მიეცათ ადვოკატთან შეხვედრის საშუალება, რომ პოლიციაში მათ დააწერინეს ხელწერილები იმის თაობაზე, რომ აღარ გააგრძელებდნენ გაფიცვაში მონაწილეობას და დაუბრუნდებოდნენ სამსახურს , ამას გარდა მათთან არ გაფორმებულა სხვა სამართლებრივი დოკუმენტი.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტის კომენტირებისას შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ტაბულას განუცხადა, რომ გაფიცულთა დაკავება ქარხნის ხელმძღვანელობის მიმართვის საფუძველზე მოხდა, რადგან აქციის მონაწილეები ხელს უშლიდნენ საწარმოში დასაქმებულ პერსონალს მუშაობაში და აფერხებდნენ ქარხნის ფუნქციონირებას. უტიაშვილის თქმით, მათ ხელწერილები დააწერინეს იმის თაობაზე, რომ ამგვარ ქმედებებს აღარ გააგრძელებდნენ.
18 სექტემბერს პოლიციამ აქციის სამი მონაწილე - ირაკლი იობიძე, ემილო გუმბერიძე და მალხაზ გოგიავა ისევ დააკავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მათ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, დღეს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს , რომ დაკავებულები თბილისში გამომგზავრებას და მეტალურგების აქციის დარბევის გამო მთავარ პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებდნენ. მისი თქმით, გუშინ ისინი პოლიციელებმა ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარების მოტივით დააკავეს, შემდეგ კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდება წაუყენეს.