როგორც სააგენტო "Новый Регион" იუწყება, მსოფლიო ბანკმა მორიგ ანგარიშში რუსული ეკონომიკის განვითარების პროგნოზრებისას რუსეთის ფედერაციაში "შოკური" სცენარის განვითარება არ გამორიცხა.
როგორც სააგენტო იტყობინება, "ძლიერი შოკის" სცენარის განვითარების შემთხვევაში, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების კრიზისის ფონზე უკვე 2012 წელს ნავთობზე ფასები შესაძლოა ბარელზე დოლარამდე დაეცეს, რის შედეგადაც რუსული ეკონომიკა რეცესიაში შევა და ზრდის უარყოფით ტემპებს (-1,5%) აჩვენებს: უმუშევრობა გაიზრდება, საბიუჯეტო დეფიციტი კი მშპ-სთან მიმართებაში 5%-მდე აიწევს.
რაც შეეხება მეორე - შედარებით რბილი სცენარის განვითარებას, ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკის ექსპერტები 2012 წელს ნავთობის ფასის ბარელზე 80 დოლარამდე დაცემას, ეკონომიკის ზრდის ტემპის 2%-მდე შენელებას და უმუშევრობის დონის 7%-იან ნიშნულზე დაბრუნებას პროგნოზირებენ.
მსოფლიო ბანკის მოხსენებაშია აღნიშნულის, რომ გლობალური რისკები რუსეთის განვითარების პროგნოზის გაუარესებაზე აისახა და გლობალურ რისკებთან ერთად გაიზრდება რისკები რუსული ეკონომიკისთვის.
"მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთის ეკონომიკური პერსპექტივები და საბიუჯეტო პოზიცია საკმაოდ ხელსაყრელი რჩება, რაც ნავთობის მაღალი ფასებითა და მიმდინარე წელს დაბალანსებული ბიუჯეტის სავარაუდო მიღწევითაა განპირობებული. ამავდროულად მაკროეკონომიკური რისკების ბალანსი ინფლაციური ზეწოლისა და საგარეო ეკონომიკურ კონიუნქტურასთან დაკავშირებული რისკების გაძლიერების ფონზე ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიის გარუკვევლობის მიმართულებით გადაიხარა. მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელების რისკების გაძლიერების პირობებში, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებითაა გამოწვეული, ასევე ევროპაში არსებული სავალუტო კრიზისით და ნავთობის ფასის შემცირების მოლოდინით, მსოფლიო ბანკმა 2011 წელს რუსეთის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4%-მდე შეამცირა" - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, მსოფლიო ბანკი 2011 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის 2.8%-მდე შენელებას, ხოლო 2012 წელს 3.2%-მდე დასტაბილურებას პროგნოზირებს.