"მშობლებს, რომლებიც საბავშვო ბაღებში 10 სექტემბრამდე გადასახადს ვერ დაფარავენ, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო გადახდის ვადას ინდივიდუალურად გადაუვადებს" - აცხადებს თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამოქალაქო მომსახურების სამსახურის უფროსი, მამუკა ქაცარავა.
ქაცარავა უარყოფს პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბეჟან გუნავას განცხადებას იმის შესახებ, რომ ბავშვის სკოლაში დასაშვებად აუცილებელია მან მინიმუმ ერთო წელი გაატაროს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. "სკოლამდელი აღზრდა კონსტიტუციით სავალდებულო არ არის. ეს აღმზრდელობითი პროცესი ნებაყოფილობითია" აცხადებს ქაცარავა.
ქაცარავას თქმით, ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენმა მშობელმა ვერ შეძლო ბაღის საფასურის გადახდა. ამჟამად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 40 ათასი ბავშვი დარეგისტრირდა, აქედან 13 ათასი სოციალურად დაუცველია და გადასახადს არ გადაიხდის.