ხევსურეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ვიდეო გადაღებების წარმოების დროს ხევსურეთში   საავიაციო ბაზის კუთვნილი,მი-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა.  თავდაცვის სამინისტროს განმარტებით,   დაბალ სიმაღლეზე  ფრენის პირობებში, ქარის მიმართულების მკვეთრი ცვლილების შედეგად  მფრინავმა   დაშვების დროს მართვა  დაკარგა .  მსხვერპლი არ არის. ვერტმფრენში სამ ფრინავთან ერთად   8 კაციანი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ( საქართველოს და უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც) ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინციდენტს სამხედრო პოლიცია იძიებს.  


კომენტარები