თბილისის პოლიკლინიკები კერძო საკუთრებაში გადადის

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ 31 აგვისტოს გამართულ ელექტრონულ აუქციონზე თბილისის კიდევ 6 პოლიკლინიკა გადავიდა კერძო მფლობელობაში.

სააგენტოს ეკონომიკური სამსახურის უფროსის მრჩევლის მამუკა წოწერიას განცხადებით, პოლიკლინიკების კერძო საკუთრებაში გადაცემით მოსახლეობა უფრო მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურეობას მიიღებს.  მისი თქმით, კერძო მფლობელები მეტად იზრუნებენ  პოლიკლინიკების ტექნოლოგიური ბაზის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე, რის შედეგადაც გაუმჯობესდება პაციენტთა მომსახურების ხარისხიც. კერძო მფლობელი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება პაციენტთა მომსახურებას, რადგან მისი შემოსავლები და მოგება პირდაპირ იქნება დამოკიდებული პაციენტთა რაოდენობაზე.

გასხვისებული ობიექტების მფლობელების ვინაობა და განკერძოების შედეგად მოზიდული თანხების ოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. მფლობელების ვინაობას საზოგადოება პოლიკლინიკების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ გაიგებს, ხოლო მოზიდული თანხის ოდენობას აუქციონების საბოლოო დახურვის შემდეგ. ამ ეტაპზე კერძო მფლობელობაში თბილისის 14-მდე პოლიკლინიკაა გადაცემული.  

კომენტარები