თურქეთმა ქურთი ამბოხებულები დაბომბა

თურქულმა საბრძოლო გამანადგურებლებმა და მძიმე არტილერიამ ჩრდილოეთ ერაყში ქურთი ამბოხებულების პოზიციები დაბომბა.

ამის შესახებ თურქეთის სამხედრო შტაბმა შაბათს, 20 აგვისტოს განაცხადა.

თურქული სამხედრო რეიდები, ამბოხებულების წინააღმდეგ, უკვე ერთ წელიწადზე მეტი ხანია გრძელდება. ყველაფერი 27 წლიანი კონფლიქტის გამწვავებას და მოლაპარაკების ჩაშლას მოჰყვა.

თურქეთის გენერალიტეტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო თვითმფრინავებმა 20-მდე მიზანი გაანადგურეს ქანდილის მთაზე, ჰაკუკსა და გარაში, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყში მდებარეობენ. მათივე თქმით, თვითმფრინავები უკვე ბაზას დაუბრუნდა.

კომენტარები