აკრედიტებული და ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ინგლისური ენის საბაკალავრო გამოცდას ჩააბარებენ

 სტუდენტებს, რომლებიც აკრედიტებული და ავორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები წელს გახდებიან, ოთხი წლის შემდეგ ინგლისური ენის საბაკალავრო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. მათი ინგლისური ენის ცოდნის დონეს გამოცდების ეროვნული ცენტრი შეამოწმებს.

სტუდენტებმა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცებზე უცხო ენად ინგლისური აირჩიეს, ოთხი წლის შემდეგ B2 დონის საბუთი უნდა აიღონ, ხოლო ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სხვა უცხო ენა აირჩია B1 დონეს ჩააბარებს. ინგლისური ენის საბაკალავრო გამოცდას  არ ჩააბარებენ ის სტუდენტები, რომლებსაც უკვე აქვთ მიღებული Toeffel-ის ან სხვა საერთაშორისო ხარისხის მქონე ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, ამ პროცესში ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებელი ჩაერთვება. ინგლისური ენის პროფესორ-მასწავლებლებს კი გადაამზადებენ.

კომენტარები