#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/gergeti.png##fbimage#
ევროპის სახლის ახალი პროექტის, „მოხალისეობის ხელშეწყობა საქართველოში“ -ს ფარგლებში 30 ივლისს დასუფთავების პირველი ღონისძიება გაიმართა სოფელ გერგეტის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციაში მონაწილეობა მიიღო გერგეტისა და სტეფანწმინდის მოსახლეობამ და მოხალისეებმა თბილისიდან. პროექტის მიზანია მოხალისეობისა და მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ასევე ურთიერთდახმარების, ნებაყოფლობითი მუშაობის ძველი ქართული ტრადიციის - ნადის გაგრძელება.ევროპის სახლის ახალი პროექტი
tbl.ge/1ndd
დაკოპირდა



