შვიდით მეტი ხმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ. დოკუმენტს, რომელიც აღიარებს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, გაეროს წევრმა 57-მა ქვეყანამ მისცა ხმა, 74-მა თავი შეიკავა, ხოლო 13-მა ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა. შარშან გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ქართული მხარის მიერ ინიცირებული დოკუმენტი 50 ხმით 17 წინააღმდეგ დაამტკიცა.

ხმის მიცემის დაწყებამდე გაეროს გენერალურ ასამბლეას გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლომაიამ მიმართა, მოგვიანებით კი გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ალექსანდრ პანკინი გამოვიდა სიტყვით. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „ახლა დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან“ და „საქართველო ამას უნდა შეეგუოს.“

რეზოლუცია, რომელიც ყველა იძულებით გადაადგილებული პირის ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობას უსვამს ხაზს, ქართულმა მხარემ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე კენჭისყრაზე 2008, 2009 და 2010 წლებშიც დააყენა.


კომენტარები