ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მოწოდება იმის შესახებ, რომ პალესტინის სახელმწიფო 1967 წელს შეთანხმებულ საზღვრებში უნდა ჩამოყალიბდეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას, ობამამ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები მიმართული უნდა იყოს ”სიცოცხლისუნარიანი პალესტინისა” და ”უსაფრთხო ისრაელის” ჩამოყალიბებისთვის.
”აშშ მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების შედეგად ორი სახელმწიფო უნდა შეიქმნას და მუდმივი საზღვრები უნდა დადგინდეს,” აღნიშნა ობამამ ”საზღვარი ისრაელსა და პალესტინას შორის უნდა გადიოდეს იმ ტერიტორიებზე, რომელიც ორმხრივი შეთანხმების შედეგად დადგინდა 1967 წელს,” დასძინა მან.
თუმცა, ისრაელის პრემიერ მინისტრის თქმით, ახლო აღმოსავლეთში 1967 წელს დადგენილი საზღვრების დაცვა ახლა შეუძლებელია. მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, იმ ადგილებში, რომელიც ისრაელის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს გარეთ მდებარეობს, დაახლოებით 300 ათასი ისრაელის მოქალაქე ცხოვრობს. საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, ისრაელის ხელისუფლება უარყოფს, რომ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობა უკანონოა.
ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის პრემიერ მინისტრი ობამას სამშვიდობო ინიციატივებს იესალმება, თუმცა აქვე მითითებულია, რომ ”სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ისრაელის სიცოცხლისუნარიანობის ხარჯზე ვერ მოხდება.” ნეთანიაჰუმ თავის განცხადებაში ობამას მოუწოდა დაადასტუროს ის დაპირება, რომელიც ობამამ ისრაელს 2004 წელს მისცა, როცა ის ჯერ კიდევ არ იყო აშშ-ს პრეზიდენტი.
”სხვა დაპირებებს შორის აღნიშნული იყო, რომ ისრაელს არ მოუწევს 1967 წლის საზღვრებში დაბრუნება. ის ასევე დაგვპირდა, რომ ისრაელის, როგორც ებრაული სახელმწიფოს კეთილდღეობა იმით იქნება უზრუნველყოფილი, რომ პალესტინელი ლტოლვილები პალესტინური სახელმწიფოს ტერიტორიაზე იქნებიან განსახლებული, და არა ისრაელის ტერიტორიაზე,” წერია მიმართვაში.