საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა „IWA Georgia”- სგან

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/frtx.png##fbimage#
9 აპრილს, ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ „IWA Georgia”, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საგაზაფხულო გამოფენა გაყიდვა გამართა, მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც საქართველოში არსებული საელჩოები, აგრეთვე უცხოური და ადგილობრივი კომპანიები. 

საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა მესამე წელია ტარდება, ასევე ტრადიციულად იმართება ყოველწლიური საშობაო აქციაც.
„IWA Georgia” საქართველოში მეათე წელია არსებობს და წარმატებით ახორციელებს დასახულ მიზნებს, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების, ქალებისა და ხანში შესული პირების დახმარებას, რომლებიც მიეკუთვნებიან ისეთი რისკის ჯგუფებს როგორებიცაა: სიღარიბე, სუსტი ჯანმრთელობა, ინვალიდობა.
ქალთა საერთაშორისო ასოციაცია, წარმოადგენს არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციას და საერთაშორისო ქალთა ასოციაციის გლობალური ქსელის ნაწილია.

კომენტარები