ცუდი ბიჭი პირველია

 უეინ რუნიმ ძველებურად უნდა შეყაროს გოლები. ორ მატჩში საშუალოდ ერთი გოლი, ამდენივე საგოლე პასი, 360 წუთში ერთი ყვითელი ბარათი, მანჩესტერის პაბების და ბორდელების უფრო ხშირი სტუმრობა და მერე, მშვიდი და რომანტიკული საღამო ცოლთან ერთად – უეინი ყველაფერ ამას ახალი ხალისით, მონდომებით, მოტივაციით და ალბათ, ლტოლვითაც გააკეთებს. 

მანჩესტერის ლიდერს საამისო მიზეზი გუნდის ბოსებმა მისცეს – უეინი ახალი ხელშეკრულებით კვირაში 250 ათას გირვანქას მიიღებს და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელიც გახდა. თუ სეზონის ბოლომდე რეალის პორტუგალიელმა ონავარმაც არ იწიკვინა, რუნი პირველ ადგილზე დარჩება. 

უეინს ხელფასი თითქმის გაუსამმაგეს. წინა კონტრაქტით ის კვირაში მხოლოდ 90 ათას გირვანქას იღებდა, უცბად ფეხბურთის თამაში დაავიწყდა და ყველაფერ ამას, ხელფასის მომატების მოთხოვნაც დაერთო. მანჩესტერმა ლიდერი შეინარჩუნა. 
გთავაზობთ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს:
 
მილიონი გირვანქა სეზონში
1. უეინ რუნი (მანჩესტერი) 14.5
2. კრიშტიანუ რონალდუ (რეალი) 13.5
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი) 13.0
4. ლიონელ მესი (ბარსელონა) 12.0
5. სამუელ ეტო’ო (ინტერი) 11.0
6. კაკა (რეალი) 10.0
7. იაია ტურე (სიტი) 9.5
8. ემანუელ ადებაიორი (სიტი) 8.5
9. კარლოს ტევესი (სიტი) 8.0
10. ჯონ ტერი (ჩელსი) 7.5
11. ფრენკ ლამპარდი (ჩელსი) 7.5
12. ხავი (ბარსელონა) 7.5
13. რონალდინიო (მილანი) 7.5
14. სტივენ ჯერარდი (ლივერპული) 7.5
15. დანიელ ალვეში (ბარსელონა) 7.0
16. რიო ფერდინანდი (მანჩესტერი) 5.5
17. იკერ კასილიასი (რეალი) 6.0
18. ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა) 6.0
19. ფრედერიკ კანუტე (სევილია) 6.0

კომენტარები