თელავის ტელევიზიის დირექტორი დაჭრილია
გუშინ საღამოს, სოფელ ფშაველაში თელავის დამოუკიდებელი რეგიონული ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორი ენრი კობახიძე დანით დაჭრეს. ინციდენტი ტელევიზიის დირექტორის ნათესავის ქორწილში მოხდა. კობახიძის თქმით, შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცერმა გელა ჭვრიტიძემ მას ხელზე დანა დაუსვა. ტელევიზიის დირექტორი თავდასხმას ტელეკომპანიის ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტს უკავშირებს. გამოძიება 1998 წელს თელავში მოკლული მამა-შვილი გრიშიკაშვილების მკვლელობას ეხებოდა. ოფიციალურად, ეს საქმე დღემდე გაუხსნელია.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მკვლელობაში იგორ გიორგაძის უშიშროების კახეთის რეგიონალური სამსახური იყო გარეული. ”გელა ჭვრიტიძე თელავის უშიშროების თანამშროემელი იყო მაშინ და გიორგაძის სპეც რაზმში მსახურობდა. ვიდრე ტელევიზიით ჟურნალისტური გამოძიება გავიდოდა, ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობდი და მასთან არანაირი შეხება არ მქონდა. სწორედ ამ გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ დამესხა ის თავს. ამიტომ ვუკავშირებ თავდასხმას ჟურნალისტურ გამოძიებას. უფრო დეტალურად ყველაფერს ხვალინდელ პრეკონფერენციაზე ვიტყვი” - განაცხადა ენრი კობახიძემ.
კობახიძე უკვე შეხვდა სახალხო დამცველს. კახეთის გუბერნატორის განცხადებით, დაზარალებულს პოლიციისთვის არ მიუმართავს. მედიაში გამოქვეყნებული ინფრომაციის საფუძველზე კახეთის სამხარეო პროკურატურამ მომხდარ ფაქტზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე.
თელავის ტელევიზიის დირექტორზე თავდასხმის ფაქტზე სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს რეგიონული მაუწყებლების ასოციაციამ. ასოციაცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, ფაქტი სასწრაფოდ და ობიექტურად გამოიძიონ. ამასთან, ასოციაცია სთხოვს პარტნიორ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო, ადგილობრივ ფონდებსა და დიპლომატიურ კორპუსს ჩაერთონ ამ საქმესთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგში