ვისაც საზღვარგარეთ მოგზაურობისას კინოთეატრში სიარული გიყვართ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი რჩეული ფილმის დაწყებამდე გასული სარეკლამო ტრეილერების ყურებისას, ბავშვების შეშფოთებული ხმები შემოგესმათ – “ყინული მთლიანად დადნება… ხეები გახმება და წაიქცევა… ქვეყნები წყლით დაიფარება… მეშინია, რომ ეს ყველაფერი მალე მოხდება”. უცაბედად კი, უჩინარი, თავდაჯერებული ხმა გამცნობთ: “კლიმატზე დისკუსიას შიში მართავს, დროა გავაცნობიეროთ, რომ თანამედროვე მიდგომა არ მუშაობს”. უჩინარი და თავდაჯერებული ხმა დანიელ ეკონომისტს, ბიორნ ლომბორგს ეკუთვნის, რომელიც თავს სკეპტიკოს გარემოსდამცველს უწოდებს და მსოფლიოს გლობალურ დათბობასთან ბრძოლის მისეულ მიდგომას როგორც პანაცეას, ისე სთავაზობს. მისი და ამერიკელი კინორეჟისორის ონდი თაიმონერის მიერ გადაღებული ფილმი სახელწოდებით “გააგრილე” (Cool It) კინოთეატრებში 12 ნოემბერს გამოვა.
გლობალურ დათბობაზე მსჯელობისას ორი მიდგომა იკვეთება. ერთის მიხედვით, გლობალური დათბობა მითია, ის, რაც დღეს ხდება, არის კლიმატის ცვლილება, რომელიც ციკლური ხასიათისაა და ადამიანი მასზე გავლენას ვერ მოახდენს. ამ მიდგომის დამცველებს არგუმენტად მოჰყავთ, რომ შუა საუკუნეებში ტემპერატურა დღევანდელზე 2,5C0-ით მაღალი იყო, რაც საშუალებას იძლეოდა, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ყურძენი მოეყვანათ. გრენლანდია კი, როდესაც ვიკინგებმა აღმოაჩინეს, მწვანე იყო. სწორედ ამიტომ ჰქვია მას მწვანე მიწა.
ამ მხრივ საყურადღებოა, 1992 წელს, ეკოლოგიური ორგანიზაციის Greenpeace International-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი კლიმატოლოგები მონაწილეობდნენ. გამოკითხული ოთხასი მეცნიერიდან, მხოლოდ თხუთმეტმა მათგანმა აღიარა, რომ გლობალური დათბობის სჯერა, თუმცა ოთხასივეს შემოსავლის წყაროს სწორედ გლობალური დათბობა წარმოადგენს. Greenpeace-ისთვის კვლევის შედეგი ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მის მიჩქმალვას შეეცადა.
მეორე მიდგომის მიხედვით კი, გლობალური დათბობა რეალობაა და ეს პროცესი ინდუსტრიალიზაციამ გამოიწვია. წიაღისეული საწვავის წვის შედეგად გამონაბოლქვი ნახშირბადი დედამიწის გარშემო წარმოქმნის ერთგვარ ზეწარს, რომელიც ჩვენი პლანეტის მიერ არეკლილ და გამოსხივებულ სითბოს არ ატარებს. ეს სათბურის ეფექტს ქმნის და დედამიწაზე კლიმატი იცვლება.
ამ პოზიციაზე მყოფნი მიიჩნევენ, რომ გლობალურ დათბობასთან ბრძოლა სამყაროს მთავარ ამოცანად უნდა იქცეს. თუმცა ბრძოლის მეთოდებზე ვერ შეთანხმებულან. ერთი ჯგუფი სათბურის ეფექტის გამომწვევი აირების გამოყოფაზე შეზღუდვების დაწესების მომხრეა, ხოლო მეორე, გამოსავალს ახალი ტექნოლოგიების წახალისებაში ხედავს.
ლომბორგის ფილმი სწორედ ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციას გვთავაზობს. თავად ავტორი, საკუთარ ნამუშევარს, ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ალ გორის ოსკაროსანი დოკუმენტური ფილმის “უხერხული სიმართლე” (Inconvenient Truth) ერთგვარ პასუხად მიიჩნევს – “ალ გორმა პრობლემაზე მიუთითა, მოდით ახლა გადაჭრის გზებზე ვისაუბროთ”.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, გლობალური დათბობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის გამო, გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის პანელთან (IPCC) ერთად, 2007 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
ამავდროულად იგი სკანდალშიც გაეხვია – ბრიტანეთის სასამართლომ დაადასტურა, რომ “უხერხული სიმართლის” მთქმელი განგაშის ასატეხად ტყუილების თქმასაც არ ერიდებოდა. მათ შორისაა გლობალური დათბობის გამო ჩადის ტბის გაქრობა, უახლოეს მომავალში ზღვის დონის 7 მეტრით მომატება, კილიმანჯაროს მწვერვალზე თოვლის დნობა, პოლარული დათვების ამოწყვეტა და ა.შ. პირიქით, ზოგიერთი მეცნიერი, მათ შორის კანადელი მიტჩელ ტეილორი ამტკიცებს, რომ პოლარული დათვების რიცხვი, არათუ მცირდება, არამედ იზრდება.
ამ მხრივ საინტერესოა, Greenpeace International-ის ლიდერის, გერდ ლეიპოლდის ინტერვიუ, რომელიც 2009 წლის 5 აგვისტოს BBC-ის მისცა. მწვანე აქტივისტმა აღიარა, რომ მისი ორგანიზაციის განცხადება 2030 წლისათვის არქტიკის ყინულოვანი საფარის გალღობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ბატონმა ლეიპოლდმა მონაცემების გაზვიადება იმით გაამართლა, რომ მიზანი საზოგადოების გამოფხიზლება იყო.
კრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიორნ ლომბორგმა არჩეულ გზას უღალატა და გლობალური დათბობის არსებობა აღიარა. ბესტსელერად ქცეულ წიგნში “სკეპტიკოსი გარემოსდამცველი” (Skeptical Environmentalist), რომელიც 1998 წელს გამოვიდა, ავტორი ამბობს, რომ გლობალური დათბობის შესაძლო ზიანი მკვეთრად გაზვიადებულია. თუმცა თვითონ ბრალდება უარყო და შენიშნა, რომ მას გლობალური დათბობა ყოველთვის პრობლემად მიაჩნდა, მაგრამ “გლობალურ დათბობაზე დისკუსიას ფუნდამენტური პრობლემა აქვს – ჩვენ ორ უკიდურეს პოზიციაში გავიჭედეთ – მიმდინარე პროცესებს ან სამყაროს დასასრულისკენ მივყავართ, ან პრობლემა არც არსებობს”.
ლომბორგის გათვლებით, ნახშირბადის გამონაბოლქვზე ლიმიტის დაწესებით მსოფლიო ეკონომიკის ზარალი 2100 წლისათვის წელიწადში 40 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, შედეგი კი უმნიშვნელო იქნება. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილს დღეს მალარია, შიდსი და შიმშილი სტანჯავს. ავტორი გაუმართლებლად მიიჩნევს მსგავს ეკონომიკურ დანაკარგს მაშინ, როდესაც ფული არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას შეიძლება მოხმარდეს.
ამავდროულად, ის მიიჩნევს, რომ საზოგადოება არ იტყვის უარს იაფ წიაღისეულ საწვავზე, რადგან სწორედ ამ უკანასკნელმა გააუმჯობესა მკვეთრად ცხოვრების ხარისხი და ჯერჯერობით მას ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, ლომბორგი გამოსავლად მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ის, ანუ 100 მილიარდი დოლარის ეკოლოგიურად სუფთა, ალტერნატიული ენერგიის კვლევასა და განვითარებაში ინვესტირებას მიიჩნევს.
კლიმატის ცვლილების თემას დასავლურ პრესაში მე-19 საუკუნიდან ვხვდებით. ჯერ კიდევ 1855 წელს, New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია “კლიმატოლოგია” ცდილობს დაამტკიცოს, რომ კლიმატი ადამიანების ქცევის მიხედვით იცვლება. მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე, მეცნიერები გლობალურ გამყინვარებაზე საუბრობდნენ. როდესაც პროგნოზი არ გამართლდა, ამავე თეორიის მომხრეები, გლობალურ დათბობაზე ალაპარაკდნენ. ამ დროიდან დისკუსია გაცხარდა, თანაც იმდენად, რომ კლიმატის ცვლილებისადმი დამოკიდებულება იდეოლოგიურ საკითხად იქცა და ელექტორალური მნიშვნელობა შეიძინა.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პირველი მსოფლიო ლიდერი, ვინც გლობალური დათბობის შესახებ განგაში ატეხა, მარგარეტ თეტჩერია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ თეტჩერმა ეს ნაბიჯი საერთაშორისო საზოგადოებაში საკუთარი ნიშის დაკავების მიზნით გადადგა. ვარაუდობენ იმასაც, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ეს სვლა, თავის დროზე გაფიცვების მოყვარული მაღაროელების შესავიწროვებლად დასჭირდა. 1979 წელს თეტჩერის მეთაურობით საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატორები, იმდროინდელ ბრიტანეთის ეკონომიკურ კრიზისს სწორედ მაღაროელებს აბრალებდნენ. ქვანახშირზე მომუშავე ენერგოსადგურები ნახშირბადს გამოყოფს, ხოლო ატომური ენერგოსადგურები – არა. თეტჩერისთვის გლობალური დათბობა საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა ქვეყნის ქვანახშირზე, შესაბამისად მაღაროელებზე, დამოკიდებულების შესამცირებლად და ატომურ ენერგიაზე გადასასვლელად.
ამას დაემთხვა მაილის კუნძულის და ჩერნობილის ატომურ სადგურებზე მომხდარი ავარიები, რამაც მკვეთრად დააზარალა ბირთვული ტექნოლოგიების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა. ამგვარად, გლობალური დათბობა თეტჩერისთვის ხელსაყრელ არგუმენტად იქცა ატომურ ინდუსტრიაში ინვესტირების გასამართლებლად, რაც თავის მხრივ ატომური იარაღის წარმოებისთვის იყო საჭირო.
თეტჩერის მიერ ატეხილ განგაშს, 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გაეროს ეგიდით ჩატარებული ე. წ. დედამიწის სამიტი მოჰყვა. კონფერენციის მთავარი თემა, ადვილი მისახვედრია, რომ კლიმატის ცვლილება გახლდათ. სწორედ ამ სამიტზე მიიღეს გაეროს კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ, რომლის მიზანია “სათბურის ეფექტის გამომწვევი აირების კონცენტრაციის შეზღუდვა ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული კლიმატური სისტემის სახიფათო ანთროპოგენული ცვლილებები”.
აღსანიშნავია, რომ კონვენცია სავალდებულო არ არის, ის ცალკეული ქვეყნებისთვის არც ნახშირბადის გამოყოფის ლიმიტს აწესებს და არც აღსრულების მექანიზმს შეიცავს, განსხვავებით მისი ოქმისგან, რომელიც 1997 წელს, კიოტოში გაეროს ეგიდით გამართულ კონფერენციაზე შეიმუშავეს და შესაბამისად, მსოფლიომ კიოტოს ოქმის სახელით გაიცნო.
ოქმის მიხედვით, 39 ინდუსტრიული ქვეყანა და ევროკავშირი ვალდებულებას იღებს, შეამციროს სათბურის ეფექტის გამომწვევი აირების გამოყოფა. აღსანიშნავია, რომ აშშ-მ ხელი მოაწერა ოქმს, მაგრამ რატიფიკაცია სენატში დაიბლოკა.
ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ კიოტოს ოქმი, არც მეტი, არც ნაკლები, თაღლითობაა. აი რას წერს საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, უოლტერ რასელ მიდი, ამერიკულ გამოცემა American Interest-ში გამოქვეყნებულ წერილში: “უკანასკნელი კვლევები ცხადყოფს, რომ კიოტო ზუსტად იმ მასშტაბის თაღლითობაა, როგორადაც ყველაზე აქტიური სკეპტიკოსი გარემოსდამცველები მიიჩნევდნენ. ირკვევა, რომ ის 95 ამერიკელი სენატორი, რომელთაც ამ დოკუმენტის რატიფიკაცია დაბლოკეს, 100 პროცენტით მართლები იყვნენ: ესოდენ ნაქები ოქმი სოციალური ინჟინერიის კონტრპროდუქტიული და იდიოტური პირმშოა და მან მხოლოდ სამუშაო ადგილების ჩინეთში მიგრაციამდე მიგვიყვანა, ხოლო გარემოს, არაფრით უშველა”.
მემარცხენე ბრიტანული გამოცემა Guardian-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ნახშირბადის გამონაბოლქვი 1990-დან 2010 წლამდე პერიოდში 17%-ით შემცირდა, პროგრესი მხოლოდ მოჩვენებითია. კი, პროდუქციის წარმოებამ, რომელიც ჰაერის დაბინძურებას იწვევს, იკლო, მაგრამ ამავე პროდუქციის მოხმარება – გაიზარდა, ოღონდ პროდუქცია სხვა ქვეყნებში იწარმოება. აქედან დასკვნა – ევროპელებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ დაბინძურება თავიანთი ქვეყნებიდან, იმ ქვეყნებში გაიტანეს, სადაც ნახშირბადის გამოყოფაზე რეგულაციები არ არსებობს. შედეგი კი ის არის, რომ ევროპა 2010 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით 40%-ით მეტი ნახშირბადის გამოყოფაზე აგებს პასუხს, ვიდრე 1990 წელს.
შეიძლება ითქვას, რომ ირიბი გავლენა კიოტოს ოქმმა საქართველოს მდგომარეობაზეც იქონია. ნახშირბადის გამონაბოლქვზე დაწესებული შეზღუდვების გამო ევროპაში ეკოლოგიურად ბინძური ქვანახშირის, სუფთა ბუნებრივი აირით ჩანაცვლება ხდება. ევროპაში იმპორტირებული ბუნებრივი აირის 40% რუსეთზე მოდის, ვარაუდობენ, რომ კიოტოს პროტოკოლით დაწესებული შეზღუდვები, ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის, რაც ავტომატურად ნიშნავს ევროპის გაზრდილ ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე.
წარუმატებელი აღმოჩნდა 2009 წელს გაეროს ეგიდით გამართული კოპენჰაგენის სამიტიც. წარუმატებლობის მიზეზად განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის ინტერესთა შეუთავსებლობა დასახელდა. როგორც ჩანს, მდიდარ ქვეყნებს უჭირთ იმის შეგნება, რომ ინდუსტრიალიზაციის შეფერხება ეკოლოგიური მოტივებით, არამც და არამც არ შედის ღარიბი ქვეყნების ინტერესებში.
ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი გლობალური დათბობის თემას ფულისა და გავლენის მოსახვეჭად მოგონილ შეთქმულებად მიიჩნევს. მათი პოზიციები 2009 წლის ნოემბერში გამსკდარმა სკანდალმა განსაკუთრებით გააძლიერა, რომელიც წინ უძღვოდა კოპენჰაგენის კლიმატის სამიტს. გამოქვეყნდა 3000-მდე ელექტრონული წერილი, რომელიც East Anglia-ს უნივერსიტეტის კლიმატის კვლევის ჯგუფის (CRU) სერვერიდან მოიპარეს. მიმოწერა ცხადყოფს, რომ დარგის წამყვანი მეცნიერები, რომლებიც გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის პანელთან (IPCC) თანამშრომლობდნენ, ისეთ ინფორმაციას მალავდნენ, რომელიც გლობალურ დათბობას ეჭვქვეშ აყენებდა.
პარადოქსია, მაგრამ გლობალური დათბობის იდეას, დიდი დარტყმა სწორედ იმ ადამიანმა მიაყენა, რომელმაც ის პოლიტიკურ თემად აქცია. 2003 წელს მარგარეტ თეტჩერმა თავისი უკანასკნელი წიგნი “სახელმწიფოს მართვის ხელოვნება” (Statecraft) გამოსცა, სადაც გლობალური დათბობის არსებობა უარყო – მან დასცინა ალ გორს და ნახშირბადის გამონაბოლქვზე ლიმიტის დაწესება ეკონომიკური კატასტროფის საფრთხის შემცველად შერაცხა. საკუთარ წიგნში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ ისტერიას კაპიტალიზმის წინააღმდეგ მემარცხენე პოლიტიკური ძალების შენიღბული ბრძოლა უწოდა და კაცობრიობის პროგრესის შემაფერხებლად მიიჩნია.