დმიტრი მედვედევის აუდიოსტერეო სისტემა რუსული ბლოგოსფეროსთვის ამ კვირაში ყველაზე აქტუალურ თემად იქცა. ყველაფერი წინა პარასკევს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა პუტინი საუზმეზე მიიწვია და ამ შეხვედრის სურათები ინტერნეტში გავრცელდა. რუსი ბლოგერების მახვილ თვალს არ გამოჰპარვია მედვედევის ექსტრაორდინარული აუდიოსისტემა, რომელიც მხოლოდ ფონზე ჩანდა. მაშინვე გამოჩნდნენ ექსპერტები, რომლებმაც შეაფასეს მისი ღირებულება. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის პრეზიდენტი, „მუსიკალური თვალსაზრისით” ძალიან განებივრებულია. აპარატურის მიახლოებითი ღირებულება 200 ათასი დოლარია. რუსი ბლოგერების აღშფოთება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. „ასეთი ძვირიანი აუდიოსისტემა ობამას ან თუნდაც რომელიმე ევროპელ ლიდერს რომ ჰქონოდა, დიდი სკანდალი იქნებოდა. ჩვენთან კი ამ თემაზე მხოლოდ მორიდებული ხუმრობის უფლება გვაქვს”, – დანანებით აღნიშნავს ერთ-ერთი ბლოგერი.
მელომანი მედვედევი

tbl.ge/1mb9
დაკოპირდა




