როგორ მუშაობს სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარი

შარ­შან ჩე­მი გა­მომ­ცემ­ლო­ბის საწყობ­თან მი­სუ­ლი, უც­ნა­უ­რი შემ­თხ­ვე­ვის შემ­ს­წ­რე გავ­ხ­დი: ერ­თ­მა წიგ­ნე­ბით მო­ვაჭ­რემ, ჩვენ­მა კლი­ენ­ტ­მა, გა­მო­ი­ტა­ნა ჩვენ მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი მე-11 კლა­სის ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო (მთელი შეკ­ვ­რა), შე­მო­ა­ცა­ლა შე­ფუთ­ვა, წიგ­ნე­ბი ძირს, მტვერ­ში და­ყა­რა, მე­რე ზედ ფე­ხი­თაც შედ­გა, მოკ­ლედ, გვა­რი­ა­ნად და­ა­ზი­ა­ნა ყვე­ლა ეგ­ზემ­პ­ლა­რი და ამის მე­რე­ღა და­იწყო შე­ძე­ნი­ლი წიგ­ნე­ბის მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში ჩა­ლა­გე­ბა. რამ­დე­ნი­მე გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი რომ დაგ­ვი­ნა­ხა, სას­წ­რა­ფოდ აგ­ვიხ­ს­ნა ყვე­ლა­ფე­რი და აი, რა­ში ყო­ფი­ლა თურ­მე საქ­მე: ეს კონ­კ­რე­ტუ­ლი წიგ­ნი, რომ­ლის გა­სა­ყი­დი ფა­სი (ანუ ფა­სი, რო­მე­ლიც ადევს წიგნს მა­ღა­ზი­ა­ში) იყო 10 ლა­რი, კი იყი­დე­ბო­და მეტ­-­ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით, მაგ­რამ თურ­მე გა­ცი­ლე­ბით კარ­გად იყი­დე­ბო­და მე­ო­რა­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე ამა­ვე წიგ­ნის ნახ­მა­რი ეგ­ზემ­პ­ლა­რე­ბი 15 ლა­რად. ამ კონ­კ­რე­ტულ­მა მო­ვაჭ­რემ, რო­მე­ლიც ჩვენ­გან წიგნს იღებ­და 8,5 ლა­რად (მცირე სა­ბი­თუ­მო ფა­სი წიგ­ნით მო­ვაჭ­რე­ე­ბი­სათ­ვის), გა­დაწყ­ვი­ტა, ესარ­გებ­ლა იმ მშობ­ლე­ბის არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბით, რომ­ლებ­საც ეგო­ნათ, რომ ნახ­მა­რი წიგ­ნი გა­ცი­ლე­ბით იაფია ახალ­ზე და რომ სა­ვა­რა­უ­დოდ წიგ­ნი ქუ­ჩა­ში უფ­რო იაფი ეღი­რე­ბა, ვიდ­რე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში.

კი­დევ ერ­თი მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. და­მი­კავ­შირ­და ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც მითხ­რა, გუ­შინ ჩე­მი შვი­ლის­თ­ვის ვი­ყი­დე თქვე­ნი გა­მო­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო წიგ­ნის მა­ღა­ზია „ბიბლუსში” 6 ლა­რად და 90 თეთ­რად და დღეს ისე­თი­ვე, ოღონდ ნახ­მა­რი ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა ბაზ­რო­ბა­ზე 15 ლა­რად იყი­და­ო.
 
შე­ვეც­დე­ბი ავ­ხ­ს­ნა, რა ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ფასს, რო­გორ ხდე­ბა მა­თი დის­ტ­რი­ბუ­ცია და რა­ტომ არის მუდ­მი­ვი აჟი­ო­ტა­ჟი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.
 
იმი­სათ­ვის, რომ ამა თუ იმ სა­გან­ში (სულ 12-ვე კლას­ში ჯა­მუ­რად 100-მდე სა­გა­ნი­ა) სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შე­იქ­მ­ნას და სკო­ლა­ში შე­ვი­დეს, შემ­დე­გი პრო­ცე­დუ­რე­ბია გა­სავ­ლე­ლი: კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნი­სათ­ვის ჯერ იქ­მ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, ანუ იმ შე­დე­გე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რა­საც სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს უნ­და მი­აღ­წი­ოს მას­წავ­ლე­ბელ­მა; მე­რე სა­მი­ნის­ტ­რო აცხა­დებს კონ­კურსს, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ გა­მომ­ცემ­ლო­ბებს (მათ უნ­და მო­ი­ძი­ონ ავ­ტო­რე­ბი, ილუს­ტ­რა­ტო­რე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ წიგ­ნ­ზე იმუ­შა­ვე­ბენ); გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი ქმნი­ან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით; სა­კონ­კურ­სო კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს წარ­მოდ­გე­ნილ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს და შე­ფა­სე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ანი­ჭებს ქუ­ლებს; თუ წიგ­ნი ქუ­ლა­თა დად­გე­ნილ ზღვარს გა­და­ლა­ხავს, მას ენი­ჭე­ბა ე.წ. გრი­ფი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სკო­ლას შე­უძ­ლია მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ეს სის­ტე­მა წი­ნა წლებ­შიც მოქ­მე­დებ­და იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ წი­ნა წლებ­ში შე­ფა­სე­ბა უფ­რო ლი­ბე­რა­ლუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ხდე­ბო­და. გამ­კაც­რე­ბამ ზო­გი­ერთ სა­გან­ში შე­ამ­ცი­რა კონ­კუ­რენ­ტი წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ ფა­სე­ბის მცი­რე ზრდა გა­მო­იწ­ვი­ა, ხო­ლო წიგ­ნე­ბის ხა­რის­ხი იგი­ვე დარ­ჩა.
 
მცი­რე სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი
დღე­ი­სათ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ბა­ზარ­ზე მოქ­მე­დებს 40-მდე გა­მომ­ცემ­ლო­ბა, რომ­ლებ­საც გა­მო­ცე­მუ­ლი აქვთ და­ახ­ლო­ე­ბით 400 სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. თი­თო­ე­ულ სა­გან­ში სა­შუ­ა­ლოდ 4 ერ­თ­მა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ა. გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხერ­ხე­ბით ცდი­ლო­ბენ და­არ­წ­მუ­ნონ მას­წავ­ლებ­ლე­ბი (წიგნის არ­ჩე­ვა მას­წავ­ლებ­ლის პრე­რო­გა­ტი­ვა­ა), რომ მა­თი წიგ­ნი კონ­კუ­რენ­ტე­ბი­სას სჯო­ბი­ა. ძა­ლი­ან ცო­ტაა ისე­თი სა­გა­ნი, სა­დაც 3-ზე ნაკ­ლე­ბი კონ­კუ­რენ­ტი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ა, თუმ­ცა არ­სე­ბობს საგ­ნე­ბი, სა­დაც მი­უ­ხე­და­ვად კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა, არ­სე­ბი­თად დო­მი­ნი­რებს რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ზე­რე­ლე ანა­ლი­ზი­თაც კი ჩანს, რომ წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბი­თად დო­მი­ნი­რე­ბენ ბა­ზარ­ზე, გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი­ა, ვიდ­რე იმა­ვე მო­ცუ­ლო­ბის (რაც იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი­ა, რომ და­ნა­ხარ­ჯე­ბი თით­ქ­მის თა­ნა­ბა­რი­ა) სხვა წიგ­ნე­ბი. ამა­ზე ცო­ტა ქვე­მოთ ისევ ვი­სა­უბ­რებთ.
 
სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ფა­სი
გრი­ფი­რე­ბის ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, რო­მე­ლიც გრიფს მი­ი­ღებს, გა­რე­კან­ზე უნ­და და­ე­წე­როს გა­სა­ყი­დი ფა­სი (ანუ ფა­სი, რო­მე­ლიც წიგნს აქვს მა­ღა­ზი­ა­ში). ვი­ნა­ი­დან არც გრი­ფი­რე­ბის წეს­ში და არც რო­მე­ლი­მე სხვა ნორ­მა­ტი­ულ აქ­ტ­ში  ფა­სის სა­კითხი ნათ­ლად არ არის გან­მარ­ტე­ბუ­ლი, შე­დე­გად ვი­ღებთ შემ­დეგს: ზო­გი­ერ­თი გა­მომ­ცემ­ლო­ბა აწერს მარ­თ­ლაც სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ფასს (მაღაზიის ფასს), ხო­ლო მა­თი კონ­კუ­რენ­ტე­ბი აწე­რენ იმ ფასს, რომ­ლი­თაც სა­ბი­თუ­მოდ (ან თუნ­დაც სა­ცა­ლოდ) გას­ცე­მენ თა­ვი­ან­თი საწყო­ბი­დან. და­ვუშ­ვათ, ორ კონ­კუ­რენტ წიგნს აწე­რია გა­რე­კან­ზე თა­ნა­ბა­რი ფა­სი, ვთქვათ 10 ლა­რი. ოღონდ ერ­თი გა­მომ­ცემ­ლო­ბა გას­ცემს მას ფას­დაკ­ლე­ბით (ვთქვათ, 8 ლა­რად), რა­თა მა­ღა­ზი­ამ მო­ა­ხერ­ხოს წიგ­ნის გა­ყიდ­ვა 10 ლა­რად (საბითუმო ფას­დაკ­ლე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი პრო­ცენ­ტია 15-20), ხო­ლო მე­ო­რე გა­მომ­ცემ­ლო­ბა გას­ცემს 10 ლა­რად. ცხა­დი­ა, ვერც ერ­თი მა­ღა­ზია ვერ მო­ა­ხერ­ხებს ამ წიგ­ნის გა­ყიდ­ვას 10 ლა­რად. ვი­ზუ­ა­ლუ­რად, წიგ­ნე­ბის გა­რე­კა­ნე­ბით თით­ქოს ამ ორი კონ­კუ­რენ­ტი წიგ­ნის ფა­სი თა­ნა­ბა­რი­ა, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მე­ო­რე წიგ­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ით ძვი­რი­ა. არა­და, იური­დი­უ­ლად მე­ო­რე, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ გა­მომ­ცემ­ლო­ბას ვერ შე­ე­და­ვე­ბი, ის იტყ­ვის: მე მი­წე­რია ჩე­მი მა­ღა­ზი­ის ფა­სი­ო.
 
დის­ტ­რი­ბუ­ცია
ყვე­ლა გა­მომ­ცემ­ლო­ბა თბი­ლის­შია თავ­მოყ­რი­ლი და იმი­სათ­ვის, რომ წიგ­ნი ვთქვათ წა­ლენ­ჯი­ხა­ში აღ­მოჩ­ნ­დეს, იქა­უ­რი მო­ვაჭ­რე იძუ­ლე­ბუ­ლია თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­დეს. მან ან სა­თი­თა­ოდ უნ­და ჩა­მო­უ­ა­როს 40-ვე გა­მომ­ცემ­ლო­ბას (რაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა), ან მო­ნა­ხოს რო­მე­ლი­მე მსხვი­ლი მო­ვაჭ­რე, ვი­საც სრუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტი აქვს და მის­გან აიღოს სა­სურ­ვე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია აგ­რეთ­ვე შე­რე­უ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბიც: რა­ი­ო­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ვაჭ­რე მი­დის 4-5 ყვე­ლა­ზე მსხვილ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში, ხო­ლო და­ნარ­ჩენ ასორ­ტი­მენტს ავ­სებს მსხვილ მო­ვაჭ­რეს­თან, რო­მე­ლიც, რო­გორც წე­სი, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, წიგ­ნებს გან­ვა­დე­ბით აძ­ლევს. ასე­თი სის­ტე­მის გა­მო, რიგ რა­ი­ო­ნებ­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი უფ­რო ძვი­რი­ა, ვიდ­რე თბი­ლის­ში, თუმ­ცა არ­სე­ბობს გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ გა­რე­კან­ზე და­წე­რილ ფასს სა­ქარ­თ­ვე­ლოს თით­ქ­მის ყვე­ლა რა­ი­ონ­ში.
 
ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა
რო­გორც წე­სი, აჟი­ო­ტა­ჟი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ირ­გ­ვ­ლივ, რი­გე­ბი, სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და ა.შ. იქ­მ­ნე­ბა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­ნუ­ვი­თა­რებ­ლო­ბის მი­ზე­ზით. იმი­სათ­ვის, რომ 400 და­სა­ხე­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო (არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ თი­თო­ე­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტი­სა­გან შედ­გე­ბა: მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი, მოს­წავ­ლის წიგ­ნი, მოს­წავ­ლის რვე­უ­ლი), ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 1200 სხვა­დას­ხ­ვა წიგ­ნი გა­ნა­თავ­სოს , სა­რე­ა­ლი­ზა­ციო წერ­ტილს (იქნება ეს წიგ­ნის მა­ღა­ზია თუ დი­დი სტენ­დი) ესა­ჭი­რო­ე­ბა მი­ნი­მუმ 10 კვ.მ. ფარ­თო­ბი, რა­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ზი­კუ­რად და­ა­ტი­ოს და, რაც მთა­ვა­რი­ა, საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, რო­მე­ლიც კარ­გად ერ­კ­ვე­ვა ამ პრო­დუქ­ცი­ა­ში (იცის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბის და გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის სა­ხე­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა კლა­სე­ბი­სა და საგ­ნე­ბი­სათ­ვის). ასე­თი მა­ღა­ზი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უკი­დუ­რე­სად შეზღუ­დუ­ლი­ა, თა­ნაც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით ვაჭ­რო­ბა სე­ზო­ნუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბაა (იწყება სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბი­სას და გრძელ­დე­ბა მაქ­სი­მუმ 3-4 კვი­რას). ამი­ტომ რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის გარ­და, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­ყიდ­ვით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი, სე­ზონ­ზე სო­კო­ე­ბი­ვით ჩნდე­ბი­ან მო­ვაჭ­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბაზ­რო­ბებ­ზე ყი­დი­ან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, ოღონდ ძა­ლი­ან შეზღუ­დუ­ლი არ­ჩე­ვა­ნით. ამას ორი მი­ზე­ზი აქვს: პირ­ვე­ლი ის, რომ ამ­დენ წიგ­ნ­ში ვერ ერ­კ­ვე­ვი­ან და არც აინ­ტე­რე­სებთ გარ­კ­ვე­ვა; და მე­ო­რე, იმი­სათ­ვის, რომ ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გქონ­დეს გა­ყიდ­ვა­ში, საკ­მა­ოდ დი­დი სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლი გჭირ­დე­ბა (გამომცემლობები მხო­ლოდ წი­ნას­წა­რი გა­დახ­დის შემ­დეგ გას­ცე­მენ წიგ­ნებს, რაც გა­სა­გე­ბი­ცა­ა, იმ­დე­ნი უც­ნო­ბი და შემ­თხ­ვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნი ებ­მე­ბა ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ყო­ველ სე­ზონ­ზე). ის, რომ წიგ­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ნი  მე­ტის­მე­ტად შეზღუ­დუ­ლია სა­რე­ა­ლი­ზა­ციო წერ­ტი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში, სა­ბო­ლო­ოდ მშობ­ლე­ბის მი­ერ რი­გებ­ში და წიგ­ნე­ბის ძებ­ნა­ში და­ხარ­ჯულ დრო­ზე აისა­ხე­ბა.
 
იმის გა­მო, რომ რე­ა­ლი­ზა­ტორ­თა უმე­ტე­სო­ბა შემ­თხ­ვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნია (მაგრამ მა­რი­ფა­თი­ა­ნი ხალ­ხი­ა, ვაჭ­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ), მათ­თ­ვის ეს არ არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ბიზ­ნე­სი, ცდი­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ფუ­ლი იშო­ვონ რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე დრო­ში. ამი­ტომ სა­ერ­თოდ არ ადარ­დებთ წიგნს რა ფა­სი აწე­რი­ა. ამ ფა­სად გა­ყი­დი­ან, თუ მოთხოვ­ნა არ არის, მაგ­რამ  რო­გორც კი იგ­რ­ძ­ნო­ბენ, რომ მოთხოვ­ნა მა­ტუ­ლობს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ზრდი­ან ფასს. გან­სა­კუთ­რე­ბით ხა­რო­ბენ, რო­დე­საც იქ­მ­ნე­ბა დე­ფი­ცი­ტი (დეფიციტის შექ­მ­ნის მი­ზე­ზებ­ზე ცო­ტა ქვე­მოთ ვი­სა­უბ­რებთ), რო­მე­ლი­მე წიგ­ნის ტი­რა­ჟი ამო­ი­წუ­რა და სა­ნამ გა­მომ­ცე­მე­ლი ახა­ლი ტი­რა­ჟის დას­ტამ­ბ­ვას მო­ას­წ­რებს, და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ფა­სე­ბი მი­ნი­მუმ ორ­ჯერ (რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში 4-ჯერ) იზ­რ­დე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ამ დროს გა­მომ­ცე­მე­ლი უძ­ლუ­რი­ა, რა­ი­მე იღო­ნოს. ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც წიგ­ნის მა­ღა­ზია „ბიბლუსი” სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მარ­თ­ლაც გა­სა­ყიდ ფას­ში ყიდ­და, ხო­ლო რო­მე­ლი­ღაც გა­რე­მო­ვაჭ­რე 2-ჯერ ძვი­რად ყიდ­და ისეთ­სა­ვე ოღონდ ნახ­მარ წიგნს, სწო­რედ ამის მა­გა­ლი­თი­ა. 
 
წიგ­ნის იმ მა­ღა­ზი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­საც ყი­დი­ან, საკ­მა­ოდ შეზღუ­დუ­ლი­ა. მა­გა­ლი­თად თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი 45 წიგ­ნის მა­ღა­ზი­ი­დან ამ საქ­მი­ა­ნო­ბას ხელს კი­დებს მხო­ლოდ 10-ოდე მა­ღა­ზი­ა, არა­და თბი­ლის­ში თით­ქ­მის 200 ათა­სი მოს­წავ­ლეა ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 100 ათა­სი მშო­ბე­ლი, რო­მელ­საც სურს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ძე­ნა. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, 10 მა­ღა­ზია ასეთ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ვერ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა 100 ათას კაცს. იმა­საც თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მშობ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ჰგო­ნი­ა, რომ წიგ­ნი ბაზ­რო­ბა­ზე უფ­რო იაფი­ა, ვიდ­რე მა­ღა­ზი­ა­ში, გა­სა­გე­ბი­ა, რა­ტო­მაც ჩნდე­ბი­ან ბაზ­რო­ბის დრო­ე­ბი­თი მო­ვაჭ­რე­ე­ბი.
 
რო­გორ წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა წიგ­ნის ფა­სი
სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე არ­სე­ბი­თი შე­მად­გე­ნე­ლია სას­ტამ­ბო ხარ­ჯი. რო­გორც წე­სი, წიგ­ნის სა­ბო­ლოო ფა­სი სულ მცი­რე 2-ჯერ აღე­მა­ტე­ბა სას­ტამ­ბო ხარ­ჯებს. ანუ  თუ სას­ტამ­ბო ღი­რე­ბუ­ლე­ბა იყო 4 ლა­რი, მა­შინ სა­ბო­ლოო ფა­სი იქ­ნე­ბა 10 ლა­რის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ი­და­ნაც 1,5 ლა­რი დის­ტ­რი­ბუ­ცი­ის და გა­ყიდ­ვის ხარ­ჯი­ა, და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 ლა­რი სა­ავ­ტო­რო ჰო­ნო­რა­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 0,5-1 ლა­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბი­ა, ამ­დე­ნი­ვე – წიგ­ნის მომ­ზა­დე­ბის ხარ­ჯე­ბი, ხო­ლო მორ­ჩე­ნი­ლი თან­ხა წარ­მო­ად­გენს გა­მომ­ცემ­ლო­ბის მო­გე­ბას, სა­ი­და­ნაც უნ­და და­ი­ფა­როს ტი­რა­ჟის ვერ­გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბიც. მა­გა­ლი­თად, თუ გა­მომ­ცემ­ლო­ბის მო­გე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ია, ეს მო­გე­ბა გაქ­რე­ბა, რო­დე­საც ტი­რა­ჟის 20% გა­უ­ყი­და­ვი რჩე­ბა.
 
დე­ფი­ცი­ტი
რო­დე­საც გა­მომ­ცე­მე­ლი და­სა­ბეჭ­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ტი­რაჟ­ზე ფიქ­რობს, რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორს უწევს ან­გა­რიშს: უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რამ­დე­ნი კონ­კუ­რენ­ტი ჰყავს და რო­გო­რია მი­სი პო­ზი­ცია ამ კონ­კ­რე­ტულ სეგ­მენ­ტ­ში, ბაზ­რის და­ახ­ლო­ე­ბით რა პრო­ცენ­ტი შე­იძ­ლე­ბა ეკა­ვოს. მაგ­რამ მა­ში­ნაც კი, თუ კონ­კუ­რენ­ტი არა ჰყავს (ორი სა­გა­ნი არ­სე­ბობს ისე­თი, სა­დაც მხო­ლოდ თი­თო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს აქვს გრი­ფი) და ზუს­ტად იცის მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, წი­ნას­წარ შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის გა­მოც­ნო­ბა, რამ­დე­ნი მშო­ბე­ლი მო­ი­სურ­ვებს წიგ­ნის შე­ძე­ნას. არ­სე­ბობს ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ სა­უ­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვა­ში მშო­ბელ­თა 70-80% ყი­დუ­ლობს წიგ­ნებს, რო­დე­საც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პირ­ვე­ლად გა­მო­დის; მომ­დევ­ნო წელს ტი­რა­ჟი კლე­ბუ­ლობს 30-40%-ით და მე­სა­მე წელს კი­დევ კლე­ბუ­ლობს (ამ კლე­ბებს მარ­ტი­ვი ახ­ს­ნა აქვს: მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი ნაც­ნობ­-­მე­გობ­რე­ბის­გან თხო­უ­ლობს ნახ­მარ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, ნა­წი­ლი კი ამ ნახ­მარ წიგ­ნებს ყი­დუ­ლობს მე­ო­რა­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ბაზ­რო­ბებ­ზე). ვი­ნა­ი­დან იმის გა­მოც­ნო­ბა, რამ­დე­ნი ცა­ლი გა­ი­ყი­დე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, გა­მომ­ცე­მე­ლი უნ­და და­ეყ­რ­დ­ნოს ერ­თი მხრივ გა­მოც­დი­ლე­ბას, მაგ­რამ ასე­ვე ინ­ტუ­ი­ცი­ა­საც; უმე­ტე­სო­ბა ცდი­ლობს, არ გა­ა­კე­თოს მე­ტის­მე­ტად ოპ­ტი­მის­ტუ­რი გათ­ვ­ლა, შემ­დე­გი მი­ზე­ზის გა­მო: და­ბეჭ­დი­ლი ტი­რა­ჟის თუნ­დაც 20%-ის გა­უ­ყი­და­ო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მომ­ცე­მე­ლი მორ­ჩე­ნილ ტი­რაჟს კი­დევ ერ­თი წე­ლი ვერ გა­ყი­დის. ამი­ტო­მაც უმ­რავ­ლე­სო­ბა ცდი­ლობს ისე გათ­ვა­ლოს, რომ ტი­რა­ჟი არ დარ­ჩეს. ამ დროს, თუ მოთხოვ­ნა გა­ი­ზარ­და (მეტმა მშო­ბელ­მა გა­დაწყ­ვი­ტა წიგ­ნის შე­ძე­ნა), და­ბეჭ­დი­ლი წიგ­ნე­ბი სრუ­ლად იყი­დე­ბა და ჩნდე­ბა დე­ფი­ცი­ტი, რი­თაც მშვე­ნივ­რად სარ­გებ­ლო­ბენ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ვაჭ­რე­ე­ბი და სა­ნამ ახა­ლი ტი­რა­ჟი და­ი­ბეჭ­დე­ბა, ფა­სებს ზრდი­ან.

კომენტარები