ნიკარაგუა

ბაიდენი ნიკარაგუას არჩევნებზე: არჩევნების პანტომიმა – არც თავისუფალი და არც სამართლიანი

ჯო ბაიდენი/დანიელ ორტეგა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიკარაგუაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები გააკრიტიკა. ბაიდენის შეფასებით ეს არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი.

"ის რაც პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ და მისმა ცოლმა, ვიცეპრეზიდენტმა როსარიო მურილომ ჩაატარეს არჩევნების პანტომიმა იყო, რომელიც არც თავისუფალი, არც სამართლიანი და მით უმეტეს, არც დემოკრატიული არ იყო" - თქვა ბადენმა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ორტეგას რეჟიმმა არჩევნების შედეგები არჩევნების დღემდე გააყალბა, 39 ოპოზიციონერის დაკავებითა პოლიტიკური პარტიების დაბლოკვით. ბაიდენის თქმით, ნიკარაგუას ლიდერის ზეწოლის ქვეშ იყო დამოუკიდებელი მედია, კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოებაც.

"დიდი ხნის განმავლობაში არაპოპულარული და ახალა დემოკრატიული მანდატის გარეშე ორტეგას და მურლოს ოჯახი ნიკარაგუას ავტოკრატულად მართავს" - თქვა ბაიდენმა.

ნიკარაგუაში საპრეზიდენო არჩევნები კვირას, 7 ნოემბერს ჩატარდა. დათვლილია ხმების დაახლოებით ნახევარი და არჩევნების შედეგების მიხედვით ორტეგამ ხმათა 75% მოიპოვა.

ბაიდენმა ორტეგას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადაედგა ნაბიჯები დემოკრატიის აღდგენისთვის და უსამართლოდ დაკავებულები გაეთავისუფლებინა.

"აშშ ყველა დიპლომატიურ და ეკონომიკურ საშუალებას გამოიყენებს რათა ნიკარაგუის ხალხს მხარი დაუჭიროს და ორტეგა-მურილოს მთავრობის და პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს" - თქვა ბაიდენმა.

წინასაარჩევნო პერიოდში ნიკარაგუაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება აქტიურად დაიწყო. 2 ივნისს ორტეგოს მთავარი მოწინააღმდეგის, კრისტიანა ჩამოროს სახლში პოლიცია მივიდა. ის ფულის გათეთრების ბრალდებით შინა პატიმრობაშია. მომდევნო პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით დააკავეს 7 ოპოზიციონერი ლიდერი, რომლებსაც შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. დაკავებულებს შორის იყო აშშ-ში ნიკარაგუას ყოფილი ელჩი არტურო კრუზი და ჩამოროს ბიძაშვილი, ხუან სებასტიან ჩამორო. აღსანიშნავია, მას შემდეგ რაც კრისტინა ჩამოროს ძმამ, ჟურნალისტმა პედრო ხუაკინმა ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ინტერესი გამოხატა, სამ საათში მასთან პოლიცია მივიდა და დააკავა.

ოპოზიციაზე ზეწოლის გამო აშშ-მ და ევროკავშირმა ორტეგას ოჯახის წევრებსა და თანამოაზრეებს სანქციები დაუწესა.

კომენტარები