ნიკარაგუა

ნიკარაგუა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტოვებს

ნიკარაგუა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, როსარიუ მურილიომ განაცხადა.

გაეროს შესაბამისი წერილით ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალდრაკ ჯენტსკემ მიმართა.

მინისტრის თქმით, საბჭოს დატოვების მიზეზი გაეროს მხრიდან ნიკარაგუას სუვერენიტეტის უპატივცემულობა და ქვეყნის საკითხებისადმი მიკერძოებული მიდგომა გახდა.

"ნიკარაგუისთვის ამ უპატივცემულო მექანიზმებმა შინაარსი დაკარგეს. ჩვენ არ ვცნობთ მათ და არ მივიჩნევთ თავს სუვერენიტეტის დარღვევის, სახელმწიფოთა თანასწორობის და ხალხთა ღირსების დარღვევის თანამონაწილეებად. ამიტომ ნიკარაგუა საბოლოოდ აპირებს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვებას". – წერია წერილში.

ჯენტსკემ ასევე გააკრიტიკა ადამიანის უფლებებზე გაეროს ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული დასკვნა:

"თვითგამოცხადებული ექსპერტების ჯგუფის მიერ გაკეთებულ დასკვნას ნიკარაგუა არ აღიარებს. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის მმართველობა ორმაგი სტანდარტებითა და პოლიტიზირებით გამოირჩევა".

კომენტარები