პარტია ახალის ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, პოლიციამ მათ ის მანქანა წაართვა, სადაც ტექნიკა იყო განთავსებული.
ამასთან დაკავშირებით გვარამიამ კომენტარი ნეტგაზეთთან გააკეთა და თქვა, რომ მანქანა გადააყენეს და საჯარიმოზე წაიყვანეს ისე, რომ რუსთაველზეც არ იდგა.
გვარამიას თქმით, ტექნიკის განთავსების უფლებას იმიტომ არ აძლევენ, რომ "არ უნდათ, რომ აქ ვიდგეთ, ვერ გამოვა ესე, ვიდგებით აქ ყველა ვარიანტში და ხალხსაც გავაგონებთ ჩვენს ხმას."
"არაუშავს, კიდევ გვყავს მანქანები და ტექნიკა, ვნახოთ, რამდენ მანქანას გაეკიდებიან და დაეწევიან. თუ ნებადართულია მიტინგი, მაშინ კომუნიკაცია უნდა შედგეს გამომსვლელსა და მსმენელს შორის და ორივე მიმართულება აქეთაც და იქეთაც დახურულია, მოძრაობა არის და არავინ არავის ხელს არ უშლის, ჩვენ ყველანი ქართველი ხალხი ვუშლით ხელს ბიძინა ივანიშვილს, ასეთ დროს ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს და არა ქართველი ხალხი.
პოლიციის განმარტება არ არსებობს, იძახიან რომ ხუთდღიანი ვადა გვაქვს პასუხის გასაცემად, როგორ უნდა გვქონდეს ხუთდღიანი ვადა, როცა დღეს არის აქცია და როცა მოგვწერეს რომ ხარვეზია და შეავსეთო, შევავსეთ. შეუძლებელია, არ არსებობს ეგეთი ათდღიანი ვადა ერთი წამის გადასაწყვეტი საკითხია, კი თუ არა, არაფერი არ არის შესასწავლი." - ამბობს გვარამია.
ცნობისთვის, 31 მარტს, ალიანსმა დააანონსა ეროვნული მობილიზაციის კამპანია და განაცხადა, რომ 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის განთავსებაზე უარი მერიისგან და შსს-სგან მიიღო, ისინი არ აპირებენ მარშრუტი შეცვალონ და ეცდებიან ტექნიკის განთავსებასაც.





