რასაც ვწინასწარმეტყველებდით, ის მოხდა, მორიგი აქცია ჩაუვარდათ. გამოსული იყო ადამიანების გარკვეული ნაწილი, ეს მათი დემოკრატიული უფლებაა. ზოგადად, როდესაც ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5 000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს.
თუმცა, ვხედავთ, რომ მათ რესურსი პრაქტიკულად არ აქვთ. დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, იმ შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც თუნდაც 2 წლის წინ მიიღეს. ჩვენ ქართული საზოგადოების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა გვაქვს. მათ მიმართ მხარდაჭერა მიზერულია, რაც გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა.




