ოკუპირებული ცხინვალი

პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის მოკავშირეობის გაღრმავების კანონს ხელი მოაწერა

ვლადიმირ პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

იქამდე, 13 მაისს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიკაციის კანონი მიიღო.

თავად დოკუმენტს პუტინმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში 9 მაისს მოაწერეს ხელი.

კომენტარები