გამოცემა ArmenPress იუწყება, რომ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისის პრესკონფერენციაზე სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში საქართველოს როლზე ისაუბრა.
"რაც შეეხება საქართველოს, მე ნათლად განვაცხადე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ არსებული მდგომარეობით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მდგომარეობა უნდა მოგვარდეს," - განაცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებთან.
ამასთან ერთად, სომხეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობა არ არის განპირობებული ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ.
"სომხეთის ურთიერთობები საქართველოსთან არ არის დაკავშირებული არცერთ მესამე მხარესთან ურთიერთობასთან. ბუნებრივია, ეს ურთიერთობები არის სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული, ძმური და ასეც დარჩება. სხვა სცენარი უბრალოდ ვერ იქნება," - განაცხადა ფაშინიანმა.




