ქართული ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე თბილისში სომხეთის პრემიერმინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
"ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს საქართველო-სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია". - აღნიშნულია ქართული ოცნების მთავრობის განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ "სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას".
"აღინიშნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ერთობლივი ძალისხმევის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში". - წერია განცხადებაში
კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრებიან.





