სომხეთი-საქართველო

OC Media: სომხეთში თხევადი გაზის ფასი 40%-ით გაიზარდა, საქართველო რუსეთიდან ტრანზიტს აფერხებს

სომხეთში სატრანსპორტო საშუალებებში ფართოდ გამოყენებული თხევადი გაზის (LNG) ფასი 40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტი შეაჩერა. ინფორმაციას OC Media ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სომხეთში გაზის ფასმა ლიტრზე 170 დრამს ($0.44), რაც წინა ფასთან შედარებით მკვეთრი ზრდაა. ადგილობრივების თქმით, ცვლილება საწვავის შევსების ხარჯებს 9-10 დოლარით გაზრდის.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თხევადი გაზი სომხეთში გადაადგილებისთვის ყველაზე გამოყენებადი და იაფი საწვავია.

მედიის ცნობით, 500 სომხური სატვირთო ავტომობილი საქართველოს საზღვარზე 8-9 დღის განმავლობაში იყო გაჩერებული. იმპორტიორების თქმით, მსგავსი შეფერხებები მათ აქამდე მხოლოდ ამინდისა და სხვა ობიექტური გარემოებების გამო განუცდიათ, ახლანდელი სიტუაციის მიზეზი კი უცნობია.

ამასთან, სომხეთის ეკონომიკის მინისტრი, გევორგ პაპოიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ საზღვარზე არსებული ვითარება, შესაძლოა, მალე დარეგულირდეს, რაც მისი ვარაუდით საწვავის ფასებზე აისახება.

კომენტარები