ევროკავშირი-უკრაინა

უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინამ და ევროკავშირმა 8.35 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ, რომელიც ევროკავშირის 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში გაიცემა, შეთანხმებას მიაღწიეს.

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა მემორანდუმს ევროკავშირის სახელით ხელი 20 მაისს მოაწერა. შემდეგი ნაბიჯი უკრაინის უმაღლესი რადის მიერ მისი რატიფიცირება იქნება.

დოკუმენტის მიღება უკრაინას საშუალებას მისცემს, 2026 წლის განმავლობაში ბიუჯეტური საჭიროებებისთვის 8.35 მილიარდი ევრო მიიღოს.

დამატებითი 8.35 მილიარდი ევროს გამოყოფა Ukraine Facility-ის მექანიზმის ფარგლებში იგეგმება, რომლის რეგლამენტზეც ამჟამად უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები