ევროკავშირი-უკრაინა

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაამტკიცა

GETTY IMAGES

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესის სამსახურმა გაავრცელა. 

27 თებერვლის პლენარულ სესიაზე უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება 536 ხმით მიიღეს. კენჭისყრის მიხედვით, დახმარების გამოყოფის წინააღმდეგი 40 დეპუტატი იყო, ხოლო 39-მა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინა დახმარების პირველ ნაწილს მარტში მიიღებს. 1-ელ თებერვალს ევროკავშირმა უნგრეთის წარმომადგენლებთან შეთანხმებას მიაღწია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე.

კომენტარები