საქართველო-დიდი ბრიტანეთი

პაპუაშვილი: ბრიტანეთის ელჩი დადიოდა კაბინეტებში, ბიზნესზე ზეწოლა მოახდინეთო

ბრიტანეთის მთავრობა საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა, რომ აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები. საზოგადოებას ვეტყვი ერთ ამბავს. ბრიტანეთის ელჩი პირადად დადიოდა სხვადასხვა კაბინეტებში, პარლამენტის წევრებთან ითხოვდა შეხვედრებს, ხან ჩაიზე ხან კაბინეტში ნახ როგორ და ნახევრად მუქარაშერეული ტონით ესაუბრებოდა იმაზე, რომ საქართველოში არ უნდა შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები. ამაზე როცა ეუბნებოდნენ, რომ "რა გზით უნდა გააკეთოს ეს საქართველომ. გამოდის, რომ სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთს", საუბრობდა, რომ "სანქცია აუცილებელი არ არის, ბიზნესზე ზეწოლა განახორციელეთ, რომ არ შემოიტანონ".

ასეთი წარმოდგენები აქვს ბრიტანეთის მოქმედ ელჩს, რომ სანქციების დაწესებით, ან ბიზნესზე ზეწოლა უნდა მოგვეხდინა, რომ არ ევაჭრა.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები