საქართველო-დიდი ბრიტანეთი

პაპუაშვილი: ბრიტანეთს და რუსეთს შორის თანხვედრაა თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება

როდესაც საერთაშორისო სამართალს არღვევენ სხვადასხვა სახელმწიფო, პოლიტიკოსი, ეს შემდეგ მორალურ უპირატესობას ართმევს მათ. [ჟურნალისტი: ანუ რუსეთს ადარებთ დიდ ბრიტანეთს, ბატონო შალვა?] რუსეთიც სახელმწიფოა და დიდი ბრიტანეთიც სახელმწიფოა, ერთგან რუსულად საუბრობენ, მეორეგან - ინგლისურად. [ჟურნალისტი: მეტ განსხვავებას ვერ ხედავთ მათ შორის?] რუსეთი ჩვენი ოკუპანტია, ბრიტანეთი - არა. არსებობს სხვაობებიც და თანხვედრებიც. თანხვედრა არის ის, რომ ბრიტანეთის მხრიდან ხდება თვითნებური, სამართლებრივი საფუძვლის არმქონე გადაწყვეტილებების მიღება, რომელზეც მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ არის პოლიტიკური ვენდეტით ნაკარნახევი იმის გამო, რომ 2024 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა აირჩია ქართული ოცნება.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები