მექსიკა

მექსიკაში შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი ემსხვერპლა

Reuters

მექსიკაში, პუებლის შტატში შეიარაღებული პირების თავდასხმას 10 ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

შტატის მთავრობის ცნობით, დაღუპულებს შორის 6 კაცი, 3 ქალი და ერთი ბავშვია. 

შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა, რომ მკვლელობა "დაუსჯელად" არ დარჩება და თავდასხმის მოტივის გასარკვევად გამოძიება მიმდინარეობს. 

კომენტარები